[Yesterday
22:31] ნათია ბალაშვილი
მსოფლიოში
შექმნილი ვითარების შედეგად,ხალხმა შეწყვიტა ქუჩაში ხშირი მოძრაობა,აიკრძალა
მანქანებისა და საჰაერო მიმოსვლა,დაწესდა კომენდანტის საათი,რამაც ეკოლოგიაზე დიდი
გავლენა მოახდინა. მკვეთრად შემცირდა გამონაბოლქვის პრობლემა,აღსანიშნავია რომ
იტალია,რომელიც წითელ ზონაშია და უმაღლესი მაჩვენებლით გამოირჩეოდა
ინფიცირებულების მხრივ გახდა ძალიან სუფთა.ვენეციის არხებში წყალი იმდენად
გასუფთავდა,რომ მასში წყლის მცენარეების და თევზების დანახვაც კი შესაძლებელი
გახდა. ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 3 თებერვლიდან 1
მარტამდე СО2-ს გამოყოფა ჩინეთში შემცირდა 25%-ით, რაც დაკავშირებულია
კორონავირუსის გავრცელების წინაამღდეგ მიღებულ ზომებთან. თბილისის მერის კახი
კალაძის განცხადებით მთავრობაში განიხილება ასევე წინადადება-კარანტინის
დასრულების შემდეგ კვირაში 1დღე მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა,რათა
ისევ არ მოხდეს ქალაქების დაბინძურება და შევინარჩუნოთ დღევანდელი მგომარეობა
ეკოლოგიასთან დაკავშირებით.მედია გვამცნობს, რომ პირველად, ბოლო 30 წლის
განმავლობაში, ინდოეთის პენჯაბის შტატში ჰიმალაის მთების მწვერვალები დაინახეს,
ხოლო თბილისის მოსახლეობამ გაიხსენა როგორია ჰაერი, რომელსაც არ სდევს ბენზინის
ნამწვის სუნი. პარიზი პირველი ქალაქი გახდა,რომელმაც გააფართოვა ველოსიპედებით
სავალი გზა.650მეტრიანი ბილიკი 11მაისისთვის იქნება მზად,როდესაც პარიზში
კარანტინის პირობები შემსუბუქდება-აცხადებს საფრანგეთის მთავრობა.”ამჟამინდელი
ჯანდაცვის კრიზისი გვაიძულებს ჩვენი მობილობის სისტემის გადახედვას, – განაცხადა
Île-de-France-ს რეგიონის პრეზიდენტმა ვალერია პექრესემ. – ყველა ბერკეტი უნდა
გამოვიყენოთ ისე, რომ კარანტინის წესები საუკეთესო პირობებში შემსუბუქდეს.” მისი
თქმით, “pop-up ველოგზებმა შესაძლოა [ჩვენი] საგზაო ქსელის სრული პარალიზება
აგვარიდოს თავიდან, რადგან ავტომობილებით მასობრივი გადაადგილება დაიწყება”.(წყარო
at.ge) ვფიქრობ,Covid-19-მა დედამიწას ხელი შეუწყო ეკოლოგიური სისუფთავის
მხრივ.ადამიანები ძალიან ცოტას ფიქრობენ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრო სუფთა
ქალაქში,სადაც ნაკლები სიბინძურეა.ვერ ვფიქრობთ,რამხელა ზიანს აყენებს მანქანების
გამონაბოლქვი ადამიანის ორგანიზმს და რამდენი დაავადების გამომწვევი შეიძლება
გახდეს ეს ყველაფერი. პირობების თანახმად ადამიანებს შეუძლიათ გადაადგილდნენ ფეხით
და ველოსიპედის საშუალებით,რაც როგორც გარემოს დაბინძურებას აგვარიდებს
თავიდან,ასევე ერთგვარი ვარჯიშია და ჩვენს ორგანიზმს ეხმარება გაჯანსაღებაში. ვიმედოვნებ,რომ
ამ კარანტინის პერიოდში ყველა ადამიანს ექნება საკმარისი დრო,რომ
დავფიქრდეთ,რამხელა ზიანს ვაყენებთ ჩვენი თითოეული ჩაგაგდებული ნივთით ქუჩაში
დედამიწას,რამდენად მნიშვნელოვანია,რომ ადამიანმა სუფთა ჰაერი ისუნთქოს და
იცხოვროს სუფთა გარემოში.
ავტორი სსსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის
საჯარო სკოლის
მე-9 კლასის მოსწავლე
ნინო ფაციაშვილი
ესე - ეკოლოგია და კოვიდ-19
კორონავირუსის
პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიო საზოგადოებრიობა მეტად რთულ პირობებში აღმოჩნდა.
დადგა დრო , რომ გადავაფასოთ ღირებულებები
და სხვაგვარი თვალით შევხედოთ ამ გამოწვევებს, პრიორიტეტი მივანიჭოთ უფლისგან ბოძებულ
სიცოცხლეს, რომელსაც საფრთხე დაემუქრა ისევ
და ისევ ადამიანთა უსულგულობისა და უპასუხისმგებლობის
გამო, რადგანაც საკუთარი პიროვნული ინტერესების
გამო ყველამ დაივიწყა ის საარსებო გარემო, რომელსაც ბუნება
ჰქვია და რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.
ვინაიდან, კორონავირუსსა და ეკოლოგიას შორის არსებული
კავშირი უდიდესია, ბოლო წლებში კლიმატის ცვლილება საგანგაშო გახდა, რადგანაც ათასეულობით
ადამიანის სიცოცხლეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფრთხე დაემუქრა და არამარტო ათეულობით
ადამიანის, დღეს მსოფლიო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას, თუკი ადამიანები არ შეწყვეტენ
გარემოს დაბინძურებას და არ იზრუნებენ ეკოლოგიური
კლიმატის გაუმჯობესებისთვის, ბუნება დაუცველი დარჩება. ეპიდემოლოგები ვარაუდობენ, რომ,
ვირუსის აფეთქება გარდაუვალია, ხოლო პანდემიის თავიდან აცილება კი შესაძლებელი.
ბუნებრივად
ისმება კითხვა - როგორ დავიცვათ თავი პანდემიისგან და შეცვლის თუ არა კორონავირუსი კლიმატურ პირობებს?
COVID-19-მა
გარკვეულწილად შეამცირა მავნე გამონაბოლქვები
- ადამიანები მიხვდნენ, რომ ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრებაა საჭირო. ამ პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მთის ბუმბერაზი პოეტი ვაჟა-ფშაველა არისხებდა
განგაშის ზარებს და ადამიანთა მოდგმას აფრთხილებდა, რომ „ბუნება მბრძანებელია“. ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ ბუნებისა და ადამიანის ერთობლიობა, რადგანაც თვით
უფალმა შექმნა ბუნების გვირგვინად ადამიანი. დროის მდინარებასთან ერთად ადამიანსა და ბუნებას
შორის დაირღვა ჰარმონია და „ბუნების გვირგვინმა“ დაიწყო მისი გარდაქმნა: გაჩეხა ტყეები,
დაბინძურა ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ასეთმა მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ ისეთ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა, როგორიც დღევანდელი
პანდემიაა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად უნდა
შევცვალოთ დამოკიდებულება გარემოსადმი.
მედალს
ყოველთვის აქვს ორი მხარე და ეკოლოგები ამაში ხედავენ
არა მხოლოდ უარყოფით, არამედ დადებით მხარესაც. აშკარაა,
რომ პანდემია შეცვლის ეკოლოგიას, თუ დიდხანს არა, მცირე დროით მაინც. კაცობრიობის ისტორიაში უკვე იყო მავნე
გამონაბოლქვების შემცირების პერიოდები, რომლებიც დაკავშირებული იყო პანდემიებთან,
ომებთან, და ეკონომიკურ კრიზისებთან. ბოლო წლებში კლიმატის ცვლილება გახდა
ერთ-ერთი პრიორიტეტი გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში. რეალურად არსებობს თვალსაზრისი
კორონავირუსის და კლიმატის ცვლილებებს შორის კავშირის შესახებ -
ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სწორედ ადამიანის ჩარევამ ბუნებაში გამოიწვია
ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორც ფრინველის გრიპი, ებოლა, SARS, დღეს
კი - COVID-19.
დღეისთვის დადასტურებულია, რომ კლიმატის
ცვლილება ხდება მთელი დედამიწის მასშტაბით.
კლიმატის ცვლილების შედეგად იცვლება ბუნება და ეკოსისტემა, იზრდება ადამიანთა
დაავადებების რისკი, ეპიდემიები. ისევე
როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, საქართველოც მწვავედ დგას ამ პრობლემის წინაშე. საქართველოში ატმოსფერული ჰაერი, ძირითად,
ბინძურდება ტრანსპორტიდან, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტებიდან წარმოებული ატმოსფერული
გაფრქვევებით. მსოფლიო
ჯანდაცვის
ორგანიზაციის
მიერ გამოქვეყნებულმა
კვლევით
საქართველო
ჰაერის
დაბინძურებით
გამოწვეული
სიკვდილიანობით
მსოფლიოში
პირველ
ადგილზე
აღმოჩნდა.
უკვე ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ მსოფლიოს
გლობალურმა განვითარებამ კატასტროფული შედეგები გამოიღო. რა შეიძლება იყოს ამ პრობლემიდან
გამოსავალი? როგორ დავძლიოთ არსებული კრიზისი? თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვისწავლოთ
ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება. უნდა
გვახსოვდეს, რომ პლანეტა დედამიწა ჩვენი სახლია,
ჩვენი საცხოვრისი და მას მოფრთხილება სჭირდება. იგი ვეღარ გაუძლებს ახალ-ახალი პანდემიით
გამოწვეულ პრობლემებს, თუკი ადამიანები ძირფესვიანად არ შევცვლით ბუნებისადმი დამოკიდებულებას.
კორონავირუსი გლობალური საფრთხე, თუ?!
ერთი ათწლეულის წინ აზიის ქვეყნებს გადაუარა მწვავე რესპირატორულმა
სინდრომმა, რომელმაც 775 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და გლობალური პანდემიის შიში
გააჩინა. ახლა ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი, მსგავსი
ვირუსი, სახელწოდებით კორონავირუსი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე გაჩნდა შარშან
შემოდგომაზე. სიმპტომებით ის ფილტვების ანთებას ჰგავს, აზიანებს თირკმელებსა და სხვა
ორგანოებს.
ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარომადგენელმა გრეგორი ჰერტლმა განაცხადა, რომ ეს ვირუსი იმავე ოჯახიდანაა, რომელსაც განეკუთვნება ჩვეულებრივი გაციების ვირუსი და მწვავე რესპირატორული სინდრომის ვირუსი. ეს ვირუსი ოდნავ განხვავდება ამ ორისგან. ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ ის უფრო ნაკლებად გადამდებია, ვიდრე გაციების და რესპირატორული სინდრომის ვირუსები, მაგრამ ამ მომენტისთვის ზემოხსენებულ ორ ვირუსზე აშკარად უფრო მომაკვდინებელია.
კორონავირუსის დადგენილი შემთხვევები ჯერჯერობით შედარებით მცირეა - ისინი აღირიცხა კატარში, საუდის არაბეთში, იორდანიაში, პაკისტანში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, მაგრამ ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დაავადებულთა ნახევარს აღემატება. შედარებისთვის - მწვავე რესპირატორული სინდრომის შემთხვევაში სიკვდილიანობა მხოლოდ ათი პროცენტია.
ვირუსის წყარო უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ ის მომდინარეობს ცხოველებისგან, სავარაუდოდ ღამურებისგან, თხებისგან ან აქლემებისგან. მაგრამ მეცნიერთა თანახმად, კორონავირუსი შეიძლება ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს, რაც უფრო აადვილებს მის გავრცელებას.
ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადასვლის თაობაზე შიშები განსაკუთრებით გაძლიერდა მას მერე, რაც საფრანგეთში ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთ საავადმყოფოში ეს ვირუსი აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც ერთ ოთახში იყო მეორე პაციენტთან ერთად, რომელსაც დუბაიში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა.
ჰერტლის თქმით, ვირუსს არ შეუძლია ერთდროულად ადამიანთა დიდი ჯგუფის დაავადება: „უნდა იყოთ მომვლელი ან დაავადებულთან განსაკუთრებით ხშირი კონტაქტი უნდა გქონდეთ ამ ვირუსით რომ დაავადდეთ. თუკი ქუჩაში მისეირნობთ და ჩაუვლით ვირუსით დაავადებულ პირს, ძალზე, ძალზე დიდი ალბათობაა იმისა, რომ ვირუსი არ შეგეყრებათ. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ვირუსი არ ვრცელდება ფართო საზოგადოებაში.“ მიუხედავად ამისა შიშობენ, რომ ახალმა ვირუსმა მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს „მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევა“ უწოდა და რიგი რეკომენდაციები გამოაქვეყნა მისი გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად. მათ შორის მთავარია ხელების ხშირი ბანა და ინფიცირებულ პაციენტებთან ურთიერთობისას ნიღბის ხმარება.
კორონავირუსის შესახებ ცნობები დაემთხვა კიდევ ერთი სასიკვდილო დაავადების, ფრინველის გრიპის ახალი შემთხვევების გამოვლენას ჩინეთში. შიშობენ, რომ სახიფათო ვირუსები გლობალურ პანდემიაში შეიძლება გადაიზარდოს. როგორც აბერდინის უნივერსიტეტის ემერიტირებულმა პროფესორმა, ჰიუ პენინგტონმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა - ასეთი ვირუსები სახიფათოა, მაგრამ ისინი პანიკის მიზეზს არ წარმოდგენს. მისი თქმით, საქმე ისე არ გამოიყურება, თითქოს დღესდღეობით გარემოში მეტი ვირუსი იყოს, ანდა გლობალური მობილურობა უწყობდეს განსაკუთრებით ხელს მათ გავრცელებას. ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე. ვირუსები ყოველთვის იყო გარემოში, მაგრამ ჩვენ მათ იოლად ვპოულობთ, ვინაიდან საამისო საშუალებები მოგვეპოვება, თანაც ამის შესახებ ინფორმაცია ახლა ძალიან სწრაფად ვრცელდება მასმედიის გზით.

გლობალური ნახშირბადის
ტყეები და კლიმატის ცვლილება
საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი
პრობლემა, რომელიც ტყის ჩეხვის შედეგად წარმოიქმნება, კლიმატის ცვლილებაა. რადგანაც ეს ყველაფერი ასეთი
მნიშვნელოვანია ყველასთვის და აუცილებელიცა იცოდეს ყველა ადამიანმა, მეც ვეცდები გადმოგცეთ ჩემი შთაბეეჭდილება ამ საკითხთან
დაკავშირებით .
პირველი და ასე მნიშვნელოვანი
ტყის ჩეხვა, რის შედეგადაც ნადგურდება ადამიანებისათვის და არა მხოლოდ ადამიანებისათვის,
ყველა ცოცხალი ორგა ნიზმისათვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი რამ ჟანბადი. ასევე ეს ყველაფერი იწვევს, ტყის მრავალფეროვნების განადგურებას. ყველა მცენარეს ძალიან დიდი როლის შესრულება უწევს
ბუნებაში, იმის გამო რომ წარმოქმნან, გარემოში სასიცოცხლოდ აუცილებელოი და საჭირო ნივთიერებები. მაგალითად ერთ-ერთი პროცრსი,
რომელიც ბუნებაში შეუწყვეტავად მეორდება, არის
ნახშირბადის ციკლი.ნხშირბადის ციკლსში მცენარეები ასრულებენ მთავარ როლს, რადგანაც
აქვთ ფოტოსინთეზის უნარი. ისინი გარემოში არსებულ ნახშირბადს აფიქსირებენ მზის ენერგიის
საშუალებით, ამის შედეგად კი წარმიქმნება ბიომოლეკულები.
ასევე შეიძლება მცენარემ დაშალოს ბიომოლეკულა,
რის შედეგადაც ისევ და ისევ გამოთავისუფლდება ნახშირბადი, ეს ყველაფერი კი შეუჩერებლად ხდება. აქედან შეიძლება გამიყოს გლუკოზა, რომელიც
ერთ-ერთი ენერგიის წყაროა ცოცხალი უჯრედებისათვის
. ამ მაგალითიდან გამომდინარე შეგვიძლია გავაანალიზოდ ის თუ, რამდენად მნიშვნელოვანია ტყე და ტყეში არსებული
მცენარეები, ხეები, რაც ძალაინ დიდირაოდენობით იჩეხება უკანონოდ. ამან კი ჩემში ძალაინ დიდი ყურადღება მიიპყრო იმით, რომ რატომ უნდა ნადგურდებოდეს ისეთი რამ, რაც ჩვენი სიცოცხლისათვის ასე მნისვნელოვანია. ამ ყველაფრის წარმოქმნა ჩვენ არ შეგვიძლია, ბუნებაში
არსებული მცენარეები წარმოქმნიან ჩვენთვის. თანაც ტყეები, სადაც მრავლადაა ხეები, რის
განადგურებასაც ძალაინ ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად: წყაროების დაშრობა
, მდინარეების შეცვლა დაშრობის შედეგად , ყოველდღიური
წყალის არ ქონა რომლის გამოყენებაც ყოველდღწე დიდირაოდენობით ხდება და ასევ აუცილებელი
, პატარა ხევების ღვარცოფულობა , კლიმატის ცვლილება და მრავალი სხვა . საქართველო ძალაინ მრავალფეროვანია ბუნებით მიუხედავად
იმის, რომ ფართობით პატარა ქვეყანაა . საქარტველოში
ძირითადად ბევრია მთიანი ტყეები. რაც ძალაინ დიდ როლს ასრულებს წყალდაცვით და წყალმარეგულირებელ
ფუნქციებში. რომლის გაჩეხვა ქვეყნის მიწაწყლის
განადგურების ტოლფასია. ტყეების ჩეხვის დროს კლიმატის ცვლილება ძალიან დიდია. ტყეები
წყალმარეგულირებელ ფუნქციებს ვეღარ ასრულებენ, ხეების ყოველდღიური ჩეხვის შედეგად,
რადგან ტყეები თითქმის დაცარიელებულია . ამის მაგალითად კი შემიძლია მოვიყვანო საქართველოში არსებული ის სოფლები რომლებშიც
ერთ დროს იყო ტყეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, დღეისდრეობით
კი არაფერია დარჩენილი. ასევე, არის ისეთი სოფლები, რომლებშიც მიმდინარეობს ტყეების ჩეხვა და აქვთ უწყლოობის პრობლემა.
და ასევე არის ისეთი სოფლები და რეგიონები, რომლებიც ძალიანაა დაზარალებული, ამის მაგალითად
კი შემიძლია მოვიყვანო 2011 წელს კახეთში მომხდარი
ეკოლოგიური კატასტროფა, ქარბორბალის სახით თავს დაატყდა თელავის რაიონის მოსახლეობას
და გამოიწვია საცხოვრებელი სახლების ნგრევა, მრავალწლიანი ხეების ძირიანად მოთხრა.
ამის მიზეზი კი ისევ და ისევ ტყეების უკანონოდ ჩეხვაა.
მაშაასადამე, ამ ყველაფრიდან
გამომდინარე, აუცილებელია გავითვალისწინოდთ ის, რომ ჩვენმა გაუაზრებელმა საქციელმა,
შეიძლება ძალაინ დააზიანოს ბუნება, გამოიწვიოს
ისეთი პრობლემები, რამაც შეიძლება გარემო მთლიანად შეცვალოს და ზიანი მოგვიტანოს ,
ამიტომ ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მოვძებნოთ გამოსავალი,
რაც გამოიხატება ზრუნვით ბიომრავალფეროვნებაზე, ხეების გაშენებით, რის შედეგადაც შევამცირებთ
არსებულ პრობლემებს. ყველა ადამიანი შეძლებს
მცირე წვლილის შეტანას მაინც.
ნინი
შუხმანი ღვინის ქარხანა
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო
სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე - ელენე ლაზარიაშვილი.
,,კისისხევის
ტურისტული გზამკვლევი‘‘
ქარხანა
აწარმოებს როგორც ქარხნულ, ასევე ქართული, ტრადიციული გზებით დამზადებულ ღვნოებს. აქ
ჩამოსულ ტურისტებს შეუძიათ იხილონ ღვინის დამზადების პროცესი და თავადაც მიიღონ მასში
მონაწილეობა.
ქარხანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის ცხოვრებაში. პირველ რიგში, ის ხელს
უწყობს ტურიზმის განვითარებას. ასევე დასაქმებული ჰყავს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. შუხმანი ადგილობრივ სკოლასა და საბავშვო ბაღსაც ეხმარება ფინანსურად.