Thursday, December 27, 2018

კვლევა - სკოლის საჭიროება "უსაფრთხო გარემო"


სკოლის საჭიროების კვლევის ანგარიში 


                                       
                                        საკვლევი თემა:  
„ უსაფრთხო სასწავლო გარემო“  





                                     ანგარიშის ავტორი  

თელავის მუნიციპალიტეტის 
სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის 
საბაზო-საშუალო კლასების მასწავლებელი 

ციცინო ლაფაური 

2018-2019 ს/წ 









შესავალი.............................................................................................................................2-6 
თავი I  
საკვლევი საკითხის მომოხილვა 
1.1.საკვლევი საკითხის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება ...........................6-9 
1.2.  საკვლევი საკითხის მიმოხილვა ...........................................................................................8-9 
1.3.მიზანი, ამოცანები და კვლევის განხორციელების გზები................................................10-11 
1.4.  პრობლემის აქტუალობის დასაბუთება .......................................................................11 
თავი  II 
2.1. ლიტერატურის მიმოხილვა ..............................................................................................11-16 
თავი  III     
3.1. კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები .............................................................................16-17 
3.2. კვლევის შედეგები და მონაცემთა ანალიზი .............................................................................17-21 
3.3. სამიზნე ჯგუფი ...............................................................................................................................21-23 
3.4.  კვლევის სანდოობა ........................................................................................................................23-- 
თავი IV 
4.1. ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა და განხორციელება ...................................................23-31 
4.2. ინტერვენციების შეფასება და მათი ანალიზი ...................................................................32-35 
თავი  V  
მიგნებები, დასკვნები, რეკომენდაციები, რეფლექსია 
5.1.. დასკვნა  .........................................................................................................................................30-35 
5.2. რეკომენდაცია  ...............................................................................................................................39-40 
5. 3. რეფლექსია ...................................................................................................................................40-41 
ბიბლიოგრაფია ...........................................................................................................................41-42 
დანართი ......................................................................................................................................43-55 


                                                                შ ე ს ა ვა ლ ი  

                                                 „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს,                        
                                                  რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან  კონკრეტული შინაარსის   
                                                  მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ  განსაზღვრული  
                                                   მოსწავლის ძალების განვითარებას.”  
                                                                                                                                         დიმიტრი უზნაძე 
     „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს,  რომლის ხელშემწყობი ფაქტორი პირველ რიგში უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაა. უსაფრთხო სასწავლო გარემოში მოვიაზრებთ მოსწავლეთა  სასწავლო გარემოს  გაუმჯობესებას ჩვენს სკოლაში, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან სიტყვიერი და ფიზიკური ბულინგის შემთხვევების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის ურთიერთობაში პოზიტიური დამოკიდებულების დამკვიდრებას და  მათი ქცევის  გაუმჯობესებას სწავლა-სწავლების პროცესში.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ საკითხის ირგვლივ აქტიური ჩართულობაა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებისგან, იწერება უამრავი სტატია, პრობლემა ძალზე აქტუალურია. ამ საკითხზე    პედაგოგთა, განათლების ექსპერტთა და საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლაში ბულინგი აქტუალურია, ხოლო ნაწილს მიაჩნია, რომ ყველაფერი რიგზეა.  თუმცა, ჩატარებული გამოკითხვები  და ბოლო დროს მომრავლებული შემთხვევები ცხადყოფს, რომ ყველაფერი რიგზე არაა და პრობლემა მოსაგვარებელია.  ფაქტები ბავშვთა ძალადობის შესახებ სკოლებში, საშუალებას არ გვაძლევს ამ მიმართულებით ყურადღება მოვადუნოთ. სწორედ ამიტომ , ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, შეგვესწავლა უსაფრთხო გარემოსთან არსებული პრობლემები  ჩვენი სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე.  
   სკოლის დირექციასთან შეხვედრისას და გასაუბრებისას  გამოიკვეთა  სკოლის უსაფრთხო გარემოს კვლევის საჭიროების პრობლემა, ამიტომ  გადავწყვიტეთ გვეკვლია არსებული პრობლემების მდგომარეობა, მათი გამომწვევი მიზეზები და იმ გზების ეფექტურობა, რომელიც კვლევის ფარგლებში შევარჩიეთ.  შესაბამისად, განვსაზღვრეთ კვლევის მიზანი: საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სასწავლო გარემოში არსებული მდგომარეობა რამდენად აისახება მათ მოტივაციასა და სწავლა- სწავლების  ხარისხზე. ჩვენი მიზანი იყო გვეპოვა ამ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რათა მოსწავლეებმა  სასკოლო გარემოში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ. 
  კვლევის დასაწყისში გაჩნდა გარკვეული ჰიპოთეზები, რომლებიც სრულად დადასტურდა კვლევის მიმდინარეობის პროცესში და მისი დასრულების შემდგომ. კერძოდ: 
 მოსწავლეებში დაუცველობის გრძნობას განაპირობებს  სასწავლო გარემო,  რაც უარყოფითად აისახება  სწავლა-სწავლების პროცესებზე;  

 უსაფრთხო სასწავლო გარემო გავლენას ახდენს მოსწავლეთა  გონებრივ და ფსიქიკურ განვითარებაზე;   უსაფრთხო გარემოს გასაუმჯობესებლად მიზნობრივი მუშაობა იწვევს  მოსწავლეებში  შინაგანი კომპლექსების დაძლევას და მათი მოტივაციია  გაუმჯობესებას.  
 კვლევის მიმდინარეობის პროცესში დაცული იყო ეთიკა, რომელიც მოიცავდა სამ კომპონენტს:  
1.  განხორციელებული ინტერვენციები კვლევის პროცესში ჩართული სამიზნე ჯგუფისთვის არ შეიცავდა არანაირ რისკს;  
2. კვლევაში ჩართული  ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, ინფორმირებულები იყვნენ ჩვენი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ; 
 3. კვლევის ფარგლებში მოპოვებული სამიზნე ჯგუფის პირადი მონაცემები  იქნება მხოლოდ ზოგადი დასკვნების ფორმატში გაანალიზებული და არ დაექვემდებარება ინდივიდუალურ გამოქვეყნებას. 
  წინამდებარე კვლევის ანგარიში ასახავს ჩემ მიერ განხორციელებულ სკოლის საჭიროების კვლევას , რომელიც განხორციელდა სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს, კვლევა მიმდინარეობდა მე-2 სემესტრის განმავლობაში და გაგრძელდა მიმდინარე სასწავლო წელსაც. საკვლევ საკითხს წარმოადგენდა ძალზე აქტუალური პრობლემა უსაფრთხო სასწავლო გარემო სკოლაში.  სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესო იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოგვეკვლია თუ რა იწვევს ბულინგის  პრობლემას და შეგვემუშავებინა შესაბამისი ინტერვენცია. 
      ზემოაღნიშნულ სკოლაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გამაჩნია ( მუშაობა დავიწყე 1979 წლიდან  უფროსი პიონერხელმძღვანელად, ხოლო 1989 წლიდან გადავედი ამავე სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად).  სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ამ მიმართულებით განმეხორციელებინა ჩემი კვლევა.  ვინაიდან,  21-ე საუკუნის სკოლა დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მისი მთავარი ამოცანაა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შექმნა. თანამედროვე სკოლის წინაშე სერიოზული გამოწვევებია, რომელთა გადაჭრა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად.  სწორედ ამან განაპირობა ზემოაღნიშნული კვლევის ჩატარების საჭიროება. 
    ნაშრომი წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში განხორციელებული  კვლევის ანგარიშს, რომელშიც წარმოდგენილია უსაფრთხო გარემოსთან შექმნასთან დაკავშირებული პრობლემების ძიებისა და აღმოფხვრის გზები. კვლევის ანგარიში  შედგება 5 თავისა და  შესაბამისი ქვეთავებისგან. 
  კვლევის განხორციელების დაგეგმვისას წინასწარ შევხვდი და გავესაუბრე დირექციას, პედაგოგებსა და მშობლებს, რათა გამოგვეკვეთა სკოლის საჭიროების  ყველაზე აქტუალური 

პრობლემა და დაგვესახა მათი აღმოფხვრის გზები. კვლევის პროცესში გამოვიყენეთ ტრადიციული მეთოდები,  როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები და სათანადო ინსტრუმენტები. ფოკუს-ჯგუფების საშუალებით გამოვიკვლიეთ სკოლის ინტერესთა ჯგუფების მოსაზრებები და დამოკიდებულება საკვლევი საკითხის ირგვლივ. ჩაღრმავებული ინტერვიუს საშუალებით შევისწავლეთ სკოლის ადმინისტრაციის, კლასისი ხელმძღვანელთა და პედაგოგთა შეხედულება საკვლევი საკითხის ირგვლივ. ასევე, გამოვიყენეთ არასაგაკვეთილო და საგაკვეთილო პროცესების დროს მოსწავლებზე დაკვირვება და  ანკეტირება.  
  სკოლის უსაფრთხო გარემოს კვლევის მიმდინარეობის შესახებ  შემდგომ  თავებში საუბარი გვექნება ზემოაღნიშნული კვლევის წინაპირობებსა და მეთოდოლოგიაზე. დეტალურად განვიხილავთ კვლევის შედეგებს, ინტერვენციასა და შემუშავებულ რეკომენდაციებს, მიმოვიხილავთ შესაბამის ლიტერატურას და ბოლოს წარმოვადგენთ ძირითად დასკვნებს. 
 უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის  განხორციელების ხელშეწყობისთვის მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას და კოლეგებს, რომლებიც დაუზარებლად მონაწილეობდნენ ანკეტურ გამოკითხვაში, ისმენდნენ ჩვენს მოსაზრებებს და გვაძლევდნენ განმავითარებელ უკუკავშირს. ასევე,  კვლევაში  ჩართულ  მოსწავლეებსა და მათი მშობლებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ჩვენთან. 
    ვინაიდან, დიდი მუშაობის ჩატარებაა საჭირო  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად, რომლის ძირითადი მეთოდიკური ორიენტირების მიხედვით საჭიროა მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, რადგან ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით. სწორედ ამიტომ სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებელთან ერთად  პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე.   
    ურთიერთობებში პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრება - მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. სკოლის საერთო კულტურამ ხელი უნდა შეუწყოს მოზარდს იმის გააზრებაში, რომ  ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობის დამკვიდრება მოსწავლეებში, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ერთ-ერთი წინაპირობაა სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებით განსახორციელებლად მიუხედავად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი შეხედულებებისა.  
    დღევანდელი სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჭიროებაა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, რათა საფრთხე არ 

შეექმნას მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს უნდა დაეხმაროს თავიდან აირიდოს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება და რისკები. 
   მნიშვნელოვანი პირობაა, ასევე, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლება, რადგანაც კონფლიქტი ცხოვრების განუყოფელ ნაწილია. სკოლაში ხშირად კონფლიქტის თანმდევი პროცესია ძალადობაც (ბულინგი). ამის გათვალისწინებით, სკოლის საერთო კულტურა ხელს უნდა უწყობდეს ძალადობასა და კონფლიქტს შორის არსებული განსხვავებების გაცნობიერებასა და  ამ კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის გზების სწავლებას.  
   ასე, რომ მიგვაჩნია, ამ მიმართულებით კვლევა აქტუალურია.  სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და ბულინგის პრევენციას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს 21-ე საუკუნის მოქალაქის ფორმირებისთვის. 

                                                             თავი I  
საკვლევი საკითხის მიმოხილვა 
წინამდებარე თავში განხილულია  პრობლემის აღწერა, რა სირთულეებს ქმნის ეს პრობლემა სკოლაში, სავარაუდო გამომწვევი მიზეზები, მიზანი და ამოცანები , კვლევის განხორციელების გზები.  
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ  - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა მდებარეობს შიდა კახეთში, სოფელი შეფენილია ცივ-გომბორის მთის აღმოსავლეთის კალთებზე. ძველ წყაროებში  იგი მოხსენიებულია „ქრისტეს საფლავის მიწად“. აქ დღესაც უამრავი ისტორიული მნიშვნელობის ეკლესია-მონასტერი და ციხეკოშკია შემორჩენილი. ასეთი ტრადიციების მქონე სოფელში ცხოვრება უდიდესი გამოწვევების წინაშე გვაყენებს მოზარდი თაობის აღზრდის  საქმეში. 
     ჩვენი სკოლა ერთცვლიანია, გვყავს სსსმ მქონე მოსწავლეები და ორი სპეცმასწავლებელი,  რომლებიც წარმატებით უძღვებიან თავიანთ მოვალეობას. სკოლაში  217 მოსწავლე სწავლობს  დაწყებით და საბაზო-საშუალო საფეხურზე. სკოლას ჰყავს 40 პედაგოგი ( მათ შორის 10 უფროსი  და 1 წამყვანი მასწავლებელი).  
  სოფელში განათლების კულტურის უდიდესი ტრადიციები არსებობს, პირველად სკოლა 1871 წელს დაარსებულა თავად-აზნაურთა ინიციატივით, რომლებსაც მასწავლებლად ზაქარია მაკასაროვი მოუწვევიათ, 1891 წელს სკოლისთვის სამოთახიანი შენობა აუშენებიათ, ხოლო 1921 წელს, ანექსიის დროს, სკოლა თავად ქობულაშვილების 6-დარბაზიან სასახლეში გადაუტანით.  1970 წლიდან კი სკოლა ამავე კარ-მიდამოში აშენებულ სამსართულიან შენობაში გადავიდა, სადაც დღემდე ფუნქციონირებს.  

 მიუხედავად, არსებული ტრადიციებისა,  დღესდღეობით არის საკითხები, რომლებიც მოგვარებასა და გადაჭრას მოითხოვს. სკოლის საჭიროებების  კვლევის მიზანიც სწორედ აქედან გამომდინარეობდა, რათა მოგვეხდინა პრობლემების იდენტიფიცირება, შეგვემუშავებინა რეკომენდაციები და განგვეხორციელებინა ინტერვენცია, რაც აუცილებელი პირობაა სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად და ბულინგის პრევენციის მიზნით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დავკვირვებოდით და შეგვესწავლა ეს პრობლემები ჩვენს  სკოლაში. 

   1.2.   საკვლევი საკითხის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება  
  წინამდებარე თავში განხილულია სკოლის საჭიროებების კვლევა, როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო გარემო სკოლაში, რომლის პროცესში გამოყენებულია  როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტები. 
  ზემოაღნიშნული პრობლემა გარკვეულ სირთულეებს ქმნის სკოლაში, გარკვეულწილად აფერხებს სწავლა-სწავლების პროცესს საბაზო-საშუალო საფეხურზე. მისი გამომწვევი მიზეზები უნდა ვეძიოთ მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებში, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს გარდატეხის ასაკში. 
  საკვლევი საკითხის შესწავლის მიზნით  გამოვიკვლიე  სკოლის საერთო მდგომარეობა უსაფრთხო გარემოს შესწავლის თვალსაზრისით. ამისთვის ჩავატარე საბაზო-საშუალო კლასების ხელმძღვანელთა გამოკითხვა და შევისწავლე  მოსწავლეთა  ქცევის მოტივები   საბაზო- საშუალო საფეხურზე. ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამოგვეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა  მათი თვალით დანახულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრეს, წარმოადგინეს ხედვები თუ როგორ უნდა გადაიჭრას ძალადობის პრობლემა მოზარდებში, რა სჭირდებათ მათ მშობლებისაგან, მასწავლებლებისაგან, საზოგადოებისაგან იმისათვის, რომ თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდნენ სკოლაში,   რათა შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და გაუჩნდეთ უფრო მაღალი ნდობა  სკოლის, თანატოლების, უფროსებისა და ზოგადად საზოგადოების მიმართ.  
  კვლევის სამიზნე ჯგუფთან მსჯელობისა და გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა  რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან ყველაზე პრიორიტეტული აღმოჩნდა სკოლის უსაფრთხო გარემოზე კვლევის განხორციელება. კვლევის მიზნიდან გამომდინარე, სკოლებში თანამშრომლობითი კულტურის პრაქტიკული დანერგვა საკმაოდ რთული და კომპლექსური ხასიათისაა, იგი უკავშირდება მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის  ნებასა და მზაობას  აგრეთვე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დირექციის  მხრიდან სწორ,  ეფექტურ და ორგანიზატორულ  მიდგომებს თითოეული პედაგოგისადმი, მოსწავლეებისადმი, თემისადმი,  სკოლაში ჯანსაღი ატმოსფეროსა და უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით.  

მოსწავლეებთან შეხვედრები  ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მათ ისაუბრეს პრობლემაზე, წარმოადგინეს ხედვები თუ როგორ უნდა გადაიჭრას ძალადობის პრობლემა სკოლაში, რა სჭირდებათ მშობლებისაგან, მასწავლებლებისაგან, საზოგადოებისაგან იმისათვის, რომ თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდნენ სასწავლო გარემოში, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და გაუჩნდეთ უფრო მაღალი ნდობა უფროსების მიმართ. 
   სამიზნე ჯგუფებთან მსჯელობისა და პედაგოგთა გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა  რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან ყველაზე პრიორიტეტული აღმოჩნდა სკოლის უსაფრთხო გარემოზე კვლევის განხორციელება.  ვინაიდან, ზემოაღნიშნული პრობლემა, რომელიც ეხება უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას სკოლაში, სხვა პრობლემებისგან განსხვავებით უფრო აქტუალური აღმოჩნდა სკოლისთვის, რასაც  ადასტურებს სამიზნე ჯგუფებთან   სამუშაო შეხვედრების ორგანიზება,  კვლევის დასრულებისას მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლამ გარკვეული სარგებელი უნდა მიიღონ, რაც გამოიხატება სკოლის უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესებასა და თანამშრომლობითი ურთიერთობის გაუმჯობესებაში, რაც ცხადია, გააუჯობესებს სასკოლო გარემოს, მოსწავლეები გააცნობიერებენ თავიანთ უფლებამოვალეობებს და ერთობლივი ძალისხმებით მიიღწევა  უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა სკოლაში. 
   
1.2.  საკვლევი საკითხის მიმოხილვა , მიზანი, ამოცანები, კითხვები და კვლევის განხორციელების გზები 

    კვლევის მიზანია სკოლაში არსებული გარემოს შესწავლა და საკითხის მოსაგვარებლად და დასაძლევად სათანადო ინტერვენციების განხორციელება. აგრეთვე,  ოპტიმალური გზების ძიება, რათა ამაღლდეს  სწავლა-სწავლების პროცესები და მოსწავლეებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ.   
პრობლემის გამომწვევი მიზეზები: სკოლის დირექციასა და სამიზნე ჯგუფებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი, რომ სასწავლო გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს  მოზარდი თაობის ფორმირებაში, ამიტომ არსებული პრობლემის საჭროებაა გაირკვეს თუ რამდენად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს მოსწავლე თავს სკოლაში, რა მდგომარეობააა უსაფრთხოების მხრივ და ხომ არ ხორციელდება  ბულინგი თანატოლების ან უფროსების მხრიდან. 
კვლევის მთავარი კითხვა: „როგორ შევქმნათ/უზრუნველვყოთ/ გავაუმჯობესოთ უსაფრთხო გარემო სკოლაში“  
კვლევის მთავარ კითხვისათვის პასუხის გაცემაში დამეხმარება ქვეკითხვები:  
საკვლევი  საკითხის  კითხვების ფორმულირება  კი ასე ჩამოვაყალიბეთ: 
 რა არის საჭირო სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად? 

 რამდენაც აქტუალურია სკოლაში ბულინგის შემთხვევები?  როგორ შევქმნათ სკოლაში თანამშრომლობითი გარემო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის?    თქვენი მოსწავლეები იცნობენ თუ არა ადამიანის უფლებათა დეკლარაციას; ბავშვის უფლებათა კონვენციას; ქცევის კოდექსს ,არასრულწლოვანთა შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებს?   ცდილობთ დაგეგმოთ პროექტები მოსწავლეებისთვის ამ პრობლემების მოსაგვარებლად, დააკონკრეტეთ?  თქვენს სადამრიგებლო კლასებში ადგილი აქვს თუ არა ბულინგის შემთხვევებს და ვის მიერ ხორციელდება ბულინგი თქვენს სადამრიგებლო კლასში - მასწავლებლის,  მშობლის, თანაკლასელის თუ უფროსკლასელის?    საჭიროა თუ არა ამ მიმართულებით მშობელთა პედაგოგიზაცია და  ჩატარებული  თუ გაქვთ რაიმე ღონისძიება?   რა აქტივობების დაგეგმვაა საჭირო ბულინგის პრევენციისთის?  რა გავლენას ახდენს მოსწავლეზე სკოლის გარემო, რამდენად დაცულად გრძნობენ ბავშვები თავს სკოლაში და როგორ აისახება  ეს ყველაფერი მათი სწავლა-სწავლების პროცესზე. 
   შესაბამისად, გამოივკვეთეთ კვლევის  ძირითადი ამოცანები:  
 სკოლის უსაფრთხო გარემოსა და ბულინგის შესახებ არსებული ცოდნის გენერირება, შემდგომში მისი გამოყენება და გავრცელება ;   მოსწავლეთა ქცევის მართვის მექანიზმის დახვეწა, რაც გულისხმობს დისციპლინის გაუმჯობესებას სკოლაში და თავიანთი უფლება-მოვალეობის გააზრებაგაცნობიერების ხელშეწყობის გზების ძიებას;  მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;  ლექცია-საუბრების ჩატარება მოსწავლეებსა და მშობლებში ბულინგის შესახებ;   სკოლაში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა დირექციის მიერ;   მოსწავლეთა დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარება  სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით;  სწავლა-სწავლების   მდგონარეობის გაუმჯობესება და  უსაფრთხო გარემოს ფორმირება სკოლაში.  
    სკოლის საჭიროების კვლევისას გამოვიყენეთ ტრადიციული  კვლევის მეთოდები, როგორც რაოდენობრივი, ასევე  თვისებრივი. თუმცა, ამ ორი ჯგუფის მეთოდებს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება, კვლევის რაოდენობრივი მეთოდებით  დავადგინეთ ამა თუ იმ სოციალური ფენომენის გამოვლენის სიხშირე. რაოდენობრივი კვლევის შედეგების უმთავრესი ღირსება ამ შედეგების რეპრეზენტატულობაა, რაც გულისხმობს კვლევის პროცესში გამოკითხულ  რესპონდენტთა მიერ გამოთქმული აზრი საერთო აზრად ჩავთვალოთ.  რაოდენობრივი მეთოდების ფარგლებში ინტენსიურად შევისწავლეთ რესპონდენტების მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები საკვლევ  პრობლემებთან 
10 

დაკავშირებით. ჩვენი მიზანი იყო პრობლემის  მიზეზებისა და შედეგების გამოვლენა ცვლადით.  აგრეთვე,  გამოვიყენეთ სოციალური კვლევის მეორე  ტრადიციული ინსტრუმენტი - თვისებრივი მეთოდი და სიღრმისეულად შევისწავლეთ რესპონდენთტა აზრი „ბუნებრივ“ პირობებში (სკოლაში). 
კვლევის მუშაობის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაყო: 
I ეტაპი : საკვლევი საკითხის გამოკვეთა 
 საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება;  საკვლევი საკითხის ირგვლივ „პრობლემების რუკის“ შედგენა;  ანკეტა- კითხვარის შემუშავება და შედგენა;  ფოკუს-ჯგუფებისა და ინტერვიუებისთვის საკითხების მომზადება;  რაოდენობრივი კვლევისთვის კითხვარის შედგენა. 
  II ეტაპი - საკვლევი საკითხის შესწავლა 
 ფოკუს-ჯგუფების ჩატარება მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან (იხ. დანართი);  რაოდენობრივი კვლევისთვის კითხვარის შედგენა (იხ. დანართი); 
III ეტაპი - მონაცემთა  შეგროვება და ანალიზი 
 IV  ეტაპი - ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება  

 თავი II   ლიტერატურის მიმოხილვა  
    ამ თავში აღწერილია მსგავს პრობლემებზე ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევართა გამოცდილება, რომელიც დალაგებულია თემატურად. გამოყენებულია პერიფრაზი ავტორთა მოსაზრების დასადასტურებლად, აგრეთვე, ციტირება და ლიტერატურის მიმოხილვა შეჯამებისა და ანალიზის საშუალებით. 
     პედაგოგიკის კორიფეთა აზრით, უდისციპლინო სკოლა უწყლო წისქვილს წააგავს, რაც სრული ჭეშმარიტებაა. ამიტომ სკოლამ უნდა განუვითაროს მოსწავლეებს დისციპლინა, აგრეთვე, საკუთარი მოვალეობების გააზრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევები. ამავდროულად, სკოლამ უნდა უზრუნველყოს მშვიდი და საქმიანი გარემოს შექმნაც.  
    დღესდღეობით, სკოლის უსაფრთხო გარემოზე აქცენტირება ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ამ მიმართულებით არაერთი სტატია და ლიტერატურაა შექმნილი, თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო, რა სირთულეებთანაა 
11 

დაკავშირებული მისი მოწესრიგება და ზოგადად რა და როგორ უნდა აკეთოს სკოლამ, რათა მოსწავლემ თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. 
მთავარი ამოცანაა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შექმნა. თანამედროვე სკოლის წინაშე სერიოზული გამოწვევებია, რომელთა გადაჭრა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად.  
  მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ყოველთვის იყო და არის სკოლის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. ეს სირთულე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. წლების განმავლობაში დაგროვდა ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების, პედაგოგებისმიერ შემუშავებული არაერთი საინტერესო მოდელი. თუმცა, პრობლემა დღითიდღე უფრო მწვავე ხასიათს იღებს. 
   სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით  არაერთი კვლევებია ჩატარებული. პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარეაჯაკობ ქოუნინმა (1970), რომელმაც შეისწავლა ჩატარებული გაკვეთილების ვიდეოჩანაწერები და კვლევის შედეგად გამოყო კლასის მართვის 4 ძირითადი ფაქტორი:  
1. გონებრივი სიფხიზლე; 2. თანამიმდევრულობა და ენერგიულობა გაკვეთილის ახსნისას; 3. მოსწავლეთათვის კარგად ახსნა იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა დროს; 4. მოსწავლეთა მიერ კლასში ადგილების ხშირი ცვლა (მარაზინო,მარაზინო და ფეიქერინგი 2009:6). 
     კიდევ ერთი კვლევა, რომელიც სკოლის საბაზო საფეხურის 68 მოსწავლის მონაწილეობით ჩატარდა და რომლის ავტორია შითსი (1994), ადასტურებს, რომ მოსწავლეთა 84%-ის აზრით შეიძლებოდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტის  აცილება იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის ურთიერთობა უკეთესი იქნებოდა (მარაზინო, მარაზინო და ფეიქერინგი 2009:54). 
  უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია, რაზედაც სულ ახლახან მათ  მიერ ჩატარებული კონფერენციაც მოწმობს. კონფერენციაზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა   წარადგინა ახალი ინტერაქტიული ვებპორტალი „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს მიიღონ პასუხები  საინტერესო საკითხებზე სკოლის უსაფრთხო გარემოს შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იყო, უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობების გეგმა. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სკოლაში ან სკოლასთან დაკავშირებით მიიღება, მხოლოდ ბავშვის ინტერესებზე არის და იქნება მორგებული. 
12 

   საკითხის აქტუალობაზე მეტყველებს „იმედის დილის“ (2018) გადაცემა, სადაც ამ პრობლემაზე ისაუბრა სამოქალაქო განათლების პროგრამების დირექტორმა მარინა უშვერიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ  „დღესდღეობით ფინეთი საგანმანათლებლო სივრცეში სამაგალითო ქვეყნად ითვლება, რადგან მრავალი მიღწევა აქვს ამ კუთხით. აქ 90 - იან წლებში სკოლებში ბულინგი -  თანატოლთა ჩაგვრის პრობლემა მძვინვარებდა. ჯერ კიდევ 1996 წლამდე აქცენტი მხოლოდ მოძალადესა და მსხვერპლზე კეთდებოდა და არა შემსწრეებზე...    საკითხის შესწავლისას, უცხოურმა და ადგილობრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარტო თანაგრძნობა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ შემსწრე მოზარდმა ჩაგვრის შესახებ საჭირო ორგანოებს შეატყობინოს. საჭიროა  ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხოების შეგრძნება, რომ თანამშრომლობის შედეგად თავად არ დაზარალდება. ბავშვების თქმით, მათივე უსაფრთხოებისთვის საჭიროა კონფიდენციალური შეტყობინების სისტემაზე საუბარი. 
  ფინეთში სწორედ სკოლის ადმინისტრაციის და მშობლების ერთობლივი მუშაობითა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, შესაბამისი წესების შემოღებით გავიდნენ საბოლოო შედეგზე. თუ მშობელი შვილისგან თანატოლების ჩაგვრის შესახებ იგებს, აუცილებლად ატყობინებს სკოლის ადმინისტრაციას (სატელევიზიო გადაცემა „იმედის დილა“). 
    ვინაიდან, ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბება ბაღის ასაკიდან იწყება, ამდენად, სკოლამდელი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალადობის პატარა ნიშნებსაც კი დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ხვალ ის სამართავად გაცილებით რთული იქნება.  მაინც რა ითვლება ჩაგვრად და ძალადობად?! მასწავლებელი ახსნის მაგივრად ხშირად უყვირის ბავშვს, ანალოგიურად იქცევა მშობელიც.  
  სკოლებთან აქტიური თანამშრომლობის გამოცდილებიდან გამომდინარე,  შესაძლოა ითქვას, რომ მასწავლებლები მონდომებულები არიან ბულინგის პრევენციით და სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა, პრობლემის მოგვარებაში მშობლების ჩართულობის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. მშობლებს ნამდვილად სჭირდებათ პედაგოგიზაცია და ტრენინგების გავლა, რათა ერთობლივი ძალისხმევით დაიძლიოს არსებული პრობლემა სკოლაში. არასწორი მიდგომაა - „მე არ მეხება“, რადგანაც ისეთ გარემოში სადაც,  გარიყული, უკუგდებული და დაჩაგრულია თანატოლი, ვერცერთი მოსწავლე სრულფასოვან მოქალაქედ ვერ ჩამოყალიბდება. 
   სკოლებში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის მიზნით, უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები იყვნენ, შეიმუშავა ცვლილებების პროექტი „ზოგადი განათლების კანონში“. პროექტის მიზანია, მანდატურის სამსახურის გაძლიერება და სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა, თითოეული ბავშვის დაცვა, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 
კანონში ცვლილებათა მიხედვით: 
13 

• შემუშავდება სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სპეციალური წესი; 
• გაძლიერდება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, როგორც სკოლის პერიმეტრის შიგნით, ასევე გარეთ; 
• მანდატურების მოსამზადებელი კურსი გახანგრძლივდება და გაძლიერდება. თეორიულ ცოდნასთან ერთად, კურსს დაემატება ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკის კომპონენტები. თეორიული კურსის შინაარსში განვითარდება ბავშვთა ასაკობრივი კანონზომიერებების, კონფლიქტების მართვისა და მედიაციის მოდულები; 
• კონფლიქტური სიტუაციების დეესკალაციის მიზნით კანონში გაჩნდება უსაფრთხოების დაცვის ახალი მექანიზმი „განცალკევება“. იმ შემთხვევაში თუ სკოლიდან გასვლის შემდეგ მოსწავლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით გაჩნდება ეჭვი, მანდატურს უფლება ექნება მოახდინოს მოზარდის განცალკევება, მშობლის ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრის მოსვლამდე. ამ პერიოდში მოსწავლე ჩართული იქნება სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში და მას მეთვალყურეობას გაუწევს სკოლის წარმომადგენელი  ( უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო, 2018. usafrtxo_skolis_saxelmdzgvanelo.pdf).  
  მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის დინამიკის საუკეთესო კვლევა თეო ვუბელსმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს და მოახდინეს იმ ორი განზომილების იდენტიფიკაცია, რომელიც განსაზღვრავს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას. პირველი განზომილებაა დომინირება, ხოლო მეორე თანამშრომლობა. მასწავლებლის ძლიერ დომინანტურობას შეიძლება ნეგატიური შედეგი მოჰყვეს, ასე რომ არც   ზედმეტი დომინანტურობაა ოპტიმალური გამოსავალი და არც მოსწავლის სრული დამორჩილება, რაც უსაფრთხო გარემოს შექმნის გარანტიას ვერ იძლევა. მასწავლებლისა და მოსწავლის ოპტიმალური ურთიერთობა შეიძლება ზომიერი თანამშრომლობის პრინციპებს ემყარებოდეს (მარაზინო, მარაზინო და ფეიქერინგი 2009:55). 
   ბულინგის პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შემოიღო შეხვედრების  ახალი ციკლი "მოვუსმინოთ მოსწავლეებს" , რომელიც დღესაც გრძელდება.  ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ  საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა მათი თვალით დანახულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრეს, წარმოადგინეს ხედვები თუ როგორ უნდა გადაიჭრას ძალადობის პრობლემა მოზარდებში, რა სჭირდებათ მშობლებისაგან, მასწავლებლებისაგან, საზოგადოებისაგან იმისათვის, რომ თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდნენ, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და გაუჩნდეთ უფრო მაღალი ნდობა უფროსების მიმართ. 
  ვინაიდან,  ბულინგს ანუ ჩაგვრას, რომელიც თანამედროვე სკოლების თანმდევ სენად იქცა, აგრესორი ბავშვები ახორციელებენ. ისინი, როგორც წესი, მუდმივად ცდილობენ თანატოლებთან ურთიერთობისას თავიანთი უპირატესობა და ძალა გამოამჟღავნონ და 
14 

პრობლემების გადაჭრის დროსაც ძალისმიერ ირჩევენ.  როგორ ყალიბდებიან ბავშვები აგრესორებად და როგორ შეიძლება თანატოლებს შორის დაპირისპირებების აცილება, რომელიც ხანდახან ფატალურადაც კი მთავრდება.  Etaloni.ge-ს  ამ კითხვებზე ფსიქოლოგმა ნინო კომახიძემ უპასუხა: როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვი ხშირად ავლენს აგრესიას სხვა ბავშვების ან ცხოველების მიმართ, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს. ანუ შინაგანად ფსიქოპათური ტიპია და გარკვეული შინაგანი პრობლემები აქვს, თუ ის იზრდება ისეთ გარემოში, სადაც ძალადობას ხედავს ან მის მიმართ ახორციელებს ვინმე ამ ქმედებას. მშობელი უნდა დაფიქრდეს, თავად ხომ არ აქვს რაიმე შეცდომა დაშვებული აღზრდის პროცესში. 
  მშობლის შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ხშირი დასჯა, ხშირი აკრძალვები, ასევე, აგრესიული და დაძაბული ფონი ოჯახში. აღზრდის გაწერილი მეთოდები არ არსებობს, არსებობს ზოგადი პრინციპები და ეს პრინციპები ინდივიდუალურად უნდა მოარგოს მშობელმა ბავშვს. არსებობს ფსიქოპათური ხაზი, როდესაც ბავშვი უფრო მეტად არის მიდრეკილი აგრესიისკენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად აგრესორად ჩამოყალიბდება. თუ სწორად გავზრდით, ეს აგრესია, როგორც ენერგეტიკა, შეგვიძლია ვმართოთ, როგორც, მაგალითად, მიზანდასახულობა და არ გამოვლინდეს ძალადობაში  სხვების მიმართ.  
    რაც შეეხება ფსიქოლოგთა  რჩევებს ასეთი ბავშვების მშობლების მიმართ, ისეთი მზა რეცეპტები არ არსებობს, რომელიც ყველას ერგება.  იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ინდივიდუალურები ვართ. მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ შვილების მიმართ. თუ მშობელი ხვდება, რომ ბოლომდე ვერ ერკვევა შვილის ქცევებში, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს.  ფსიქოლოგები  მშობლებს დაეხმარებიან პრობლემის გააზრებაში და მოგვარებაში. 
    მშობელზე მეტად მასწავლებელი ამჩნევს, არის თუ არა ბავშვი მოძალადე...  და ეს სამკუთხედია მნიშვნელოვანი რგოლი – მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი. ასეთ ბავშვთან უნდა იმუშაონ სკოლის ფსიქოლოგებმა და მასწავლებლებმა. მეტი თანამშრომლობაა საჭირო ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის.  
   ბულინგი ახალი შემოსული სიტყვაა, თორემ ეს პრობლემა სულ იყო და სულ იქნება. კარგად განვითარებულ და თითქოს უპრობლემო სკოლებშიც დგას იგივე პრობლემა, მაგრამ აქ არის საუბარი რაოდენობაზე. ბულინგი არ უნდა გვხვდებოდეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ამის მინიმუმამდე დაყვანას უნდა ვეცადოთ და ამისთვის არის სერიოზული სამუშაოები ჩასატარებელი. 
  ფსიქოლოგების აზრით, არსებობენ  მშობლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ მისი შვილი სხვების მიმართ ზედმეტ აგრესიას გამოხატავს, ის არის ძლიერი. ძალიან რთულია ამაში ჩარევა. ასეთ დროს სკოლამ უნდა იმუშაოს და ბავშვს აჩვენოს, რომ სიძლიერე შეიძლება არაძალადობრივად, სხვა მხრივაც გამოხატოს.  შეიძლება სკოლაში და სახლში ვერ 
15 

აცნობიერებდეს ამას, მაგრამ ისეთი მეგობრების წრეში მოხვდეს, სადაც დაინახავს, რომ ძალადობა არ არის თვითდამკვიდრების ერთადერთი გზა. გარდატეხის ასაკში, 12–13 წლიდან, ბავშვისთვის პრიორიტეტი  მეგობრებია და არა მასწავლებლები და მშობლები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლამ და მშობლებმა იზრუნონ იმაზე, რომ ბავშვი მოხვდეს ჯანსაღ გარემოში – ატარონ სპორტზე ან ხელოვნების წრეზე, რომ იქ ხარჯავდეს მოზღვავებულ ენერგიას. გარდატეხის ასაკის ერთ-ერთი სიმპტომი სწორედ მოზღვავებული ენერგიაა, რომელიც თუ არ განიმუხტა, აუცილებლად გადავა ძალადობაში. ეს ენერგეტიკა, რომელიც სიძლიერის გამო ხშირად აგრესიულიცაა, თუ სპორტში დაიხარჯება, ძალიან კარგი იქნება. 
   მშობლებისთვის  მთავარი ამოცანაა როგორ ვასწავლით ბავშვს არ დაიჩაგროს თავი. ბავშვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა არის ჩაგვრა და ვინც ჩაგრავს, რატომ სჩადის ასეთ რამეს. ანუ ვინც ჩაგრავს, იმასაც რომ არ აქვს კარგად საქმე, ეს უნდა იცოდეს ყველა ბავშვმა. ბავშვს მშობელმა აუცილებლად უნდა ასწავლოს უარის თქმა – როცა რაღაც არ მოსწონს და არ უნდა, მან უნდა შეძლოს „არა“–ს თქმა. ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება, რაც მოსწონს, ის აკეთოს. რასაკვირველია, ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მშობელი ყველანაირად უნდა ეცადოს, რისი საშუალებაც აქვს, იმით დაეხმაროს ბავშვს განვითარებაში. 
    ხშირად დაჩაგვრის ობიექტები სხვებისგან განსხვავებული ბავშვები ხდებიან, მაგალითად, გარეგნული ნიშნით. დასცინიან მაგალითად მას, ვინც წონაში ცოტა მეტია. ჯგუფურად აიტაცებენ ხოლმე ბავშვები ამ თემას და ასე იმიტომ იქცევიან, რომ თვითონ განმტკიცდნენ.  ხშირად ბავშვი, რომელსაც სახლში ჩაგრავენ, გარეთ ხდება მოძალადე და ამის მაგალითებიც არსებობს... 
    ერთ-ერთ კლასში ასეთი ამბავი მოხდა- ერთი ბავშვი გარიყული ჰყავდა მთელ კლასს და მას დასცინოდნენ, დათრგუნულ მდგომარეობაში ამყოფებდნენ. ჯგუფში იყო ორი ლიდერი, რომლებიც ამ ყველაფერს ხელს უწყობდა. მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად დავგეგმეთ მთელი რიგი ღონისძიებები, სადაც გარიყული და ის ორი ლიდერი ბავშვი ვათანამშრომლეთ და ამის მერე, მათ შორის მეგობრული ურთიერთობები გაჩნდა, რადგან საერთო მიზანი ჰქონდათ, ჯგუფურად უნდა გაეკეთებინათ რაღაცები. ასე შესაძლოა მოგვარდეს პრობლემა. 
ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვის აღზრდა დიდი შრომაა, რომელიც მოითხოვს ცოდნას, ნებისყოფასა და მოთმინებას, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. ადამიანის სულიერება გარდატეხის ასაკში ყალიბდება. მთავარი ნიშნები კი 4–5 წლის ასაკში გამოიხატება. შემდეგ უკვე გარდატეხის ასაკში ხდება ქცევების კორექცია. თუმცა, თუ გარდატეხის ასაკში ბავშვი მოძალადეა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება მოძალადეს დარჩება. 
   მშობლებსა და მასწავლებლებს ფსიქოლოგების დახმარებით შეუძლიათ ხელი შეუწყონ ამ პროცესების წარმატებით წარმართვას. მათი  ერთობლივი ძალისხმევით შესაძლოა ბავშვებს 
16 

მზრუნველი და ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო შეუქმნან, რაც მაათ მოზრდილ ადამიანებთან და თანატოლებთან ერთიანობისა და ერთობის შეგრძნებას ჩამოუყალიბებს (ვაისი და სხვები 2010). 

III თავი 
 კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები   
   ამ თავში აღწერილია კვლევის ინსტრუმენტები - რაოდენობრივი და თვისებრივი, სამიზნე ჯგუფის შესახებ, დრო, რესურსები და განმახორციელებელი პირები. სკოლის სჭიროებების კვლევის ინსტრუმენტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა კვლევის  განხორციელების გზაზე, რომლებსაც ვიყენებდით კვლევის ჩატარებისას. ვინაიდან, კვლევის მეთოდის სწორად შერჩევა განაპირობებს კვლევის შედეგებს, რაც სასურველი შედეგის მიღწევის უმნიშვნელოვანესი პირობაა.  
   3.1.  თვისებრივმა კვლევამ საშუალება მოგვცა სიღრმისეულად გამოგვეკვლია ჩვენი ინტერესთა ჯგუფების (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) დამოკიდებულება და პოზიცია საკვლევ საკითხთან დაკავშირებით, გამოგვეკვეთა ტენდენციები, პრობლემური საკითხები და მოგვემზადებინა ეფექტური კითხვარი რაოდენობრივი კვლევისთვის. 
  თვისებრივი კვლევისას გამოყენებულ იქნა შემდეგი ინსტრუმენტები: 
 პირდაპირ/ჩაღრმავებული ინტერვიუ;  ფოკუსჯგუფი;  დაკვირვება 
  კვლევის პირველ ეტაპზე, საკვლევი საკითხის შესწავლისთვის ჩატარდა ფოკუსჯგუფები, შემუშავდა შესაბამისი კითხვარი, რომელიც შედგებოდა 5-5 კითხვისაგან და ფოკუსჯგუფის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 1 საათს. სულ ჩატარდა 3 ფოკუსჯგუფი, რომლებშიც მონაწილეობდნენ კვლევის ინტერესთა ჯგუფები: მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. 
  კვლევის მეორე ეტაპზე განვახორციელეთ დაკვირვება სასკოლო გარემოზე, არასაგაკვეთილო და საგაკვეთილო პროცესების მიმდინარეობაზე. შევიმუშავეთ გეგმა, შევადგინეთ ანკეტა-კითხვარი. საკითხის სიღრმისეულად შესწავლისთვის შეირჩა ნახევრად სტრუქტურირებული ჩაღრმავებული ინტერვიუ, რომლის განხორციელების მიზნით მომზადდა სადისკუსიო გეგმა, რომელიც ერთგვარი გზამკვლევი/ინსტრუმენტია, რათა გაგვეკონტროლებინა ინტერვიუირების პროცესი. არ გამოგვრჩენოდა ძირითადი თემები და მიგვეღო რესპონდენტებისგან მაქსიმალური ინფორმაცია. გეგმამ ხელი შეგვიწყო მიგვეღო თვისებრივი მონაცემები, რამაც შემდგომში საშუალება მოგვცა შეგვედარებინა სხვადასხვა ინტერვიუს შედეგად მიღებული ინფორმაცია.  
17 

   ჩაღრმავებული ინტერვიუები წარიმართა ღია კითხვებზე დაყრდნობით და ინტერვიუს ხანგრძლივობა 25-30 წუთს გრძელდებოდა. აგრეთვე, ყურადღება გავამახვილეთ კვლევის ყველაზე  გავრცელებული მეთოდზე, როგორიცაა დაკვირვება, შევჩერდით 2 ტიპის დაკვირვებაზე: „უბრალო“ და „ჩართული“. „უბრალო“ დაკვირვების დროს სიტუაციას გარედან დავაკვირდით, თუ როგორ იქცევიან მოსწავლეები სკოლის შენობასა და ეზოში, როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან, უფროსებთან და ა.შ. 
 „ჩართული“ დაკვირვებისას ვმონაწილეობდი იმ სიტუაციებში, რომელსაც ვიკვლევდი. პროექტზე მუშაობისას ჩართული დაკვირვების 3 ეტაპი განვახორციელე: აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება. აღწერითი დაკვირვებისას  ვაკვირდებოდი ყველაფერს, რაც კი ხდებოდა ირგვლივ. ასეთი დაკვირვება საკმაოდ ზედაპირულია, თუმცა ინფორმაციის შემცველი. 
    ფოკუსირებული დაკვირვების ეტაპზე მოსწავლეთა ქცევით უნარებზე მოვახდინე დაკვირვება, რადგანაც შერჩევითი დაკვირვება - ბოლო ეტაპია, ეს დრო დავუთმე ფოკუსირებული დაკვირვების ეტაპზე გამოყოფილ ერთეულებისთვის დამახასიათებელი ნიშნების შესწავლას. ე. ი. რამდენად   უსმენენ მოსწავლეები ერთმანეთს და როგორ ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს, როგორ ამყარებენ კომუნიკაციას ერთთმანეთთან, მასწავლებლებთან, უმცროსებთან და ა.შ.. 
 რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები  
   რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები შემუშავდა თვისებრივი კვლევის განხორციელების შემდეგ, როდესაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ  როგორც არასაგაკვეთილო პროცესის დროს, ასევე,  გაკვეთილის მიმდინარეობისას პრობლემები უფრო მეტად იჩენს თავს მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში. 
   რაოდენობრივი კვლევის ჩასატარებლად გამოვიყენეთ ანკეტირება. მიღებული მონაცემები დაგვეხმარა შეგვედარებინა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა დამოკიდებულება აღნიშნული პრობლემის ირგვლივ.   რაოდენობრივი კვლევისთვის მომზადდა 11 კითხვიანი კითხვარი, რომელშიც შედიოდა როგორც დახურული, ისე ღია კითხვები. კითხვარის შევსების ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 30 წუთს.  სკოლის საჭიროების პრობლემის კვლევისას გამოვიყენე ანკეტირება, წინასწარ შემუშავებული ღია და დახურული კითხვებით.  
    
 3. 2. კვლევის მეთოდების შედეგების  ანალიზი კვლევისას გამოყენებული მეთოდების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ფაქტორები, რომ  მშობელები მეტნაკლებად არიან დაინტერესებულნი  შვილების სწავლა-განათლებით და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ბავშვების  მატერიალური უზრუნველყოფა, რაც უარყოფითად აისახება ბავშვთა ქცევაზე.  
   რაოდენობრივმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ : 
 მოსწავლეთა თანამშრომლობის წახალისებას დირექციამ უნდა შეუწყოს ხელი; 
18 

 საჭიროა  შემუშავდეს  კრიტერიუმები, რისი საშუალებითაც მოხდება სწავლასწავლების პროცესზე დაკვირვება და ამავდროულად კვლევის შედეგების გათვალისწინება;   მასწავლებელთა უფლებების შემცირება, რაც იწვევს დისციპლინის ვარდნას გაკვეთილებზე;  დასვენებებზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს როგორც მასწავლებელთა, ასევე  უფროსკლასელ მოსწავლეთა მორიგეობას და მშობელთა ჩართულობას ამ პროცესებში, რაც გაზრდის მათ მოტივაციასა, ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის ზრდასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. 
     პედაგოგთა გამოკითხვამ დაადგინა, რომ მასწავლებლები ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ და არ სურთ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ . მასწავლებელთა მხოლოდ 20% გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს,  ხოლო 80 % -ს  დირექციის  მოვალეობად მიიჩნევს სკოლაში ურთიერთთანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესებას. კვლევის მიმდინარეობის შემდეგ  მასწავლებელთა თანამშრომლობითი პროცენტული მონაცემები გაიზარდა 68 %- მდე.  ასეთი  დამოკიდებულება თავისთავად აისახება მოსწავლეთა როგორც ქცევაზე, ასევე სწავლა-სწავლების ხარისხზე.  მასწავლებელთა 32%  კი  გამოთქვამს აზრს, რომ სკოლის დირექციის კომპეტანციაა შეიმუშაოს მასწავლებელთა შესაფასებელი კრიტერიუმები, რომელიც გაზრდის მათი თანამშრომლობის ხარისხს და აამაღლებს  გუნდური მუშაობის პრინციპების განხორციელებას, რაც წარმატებული სკოლის ჩამოყალიბების წინაპირობაა. 

19 

    საკვლევმა  თემამ, როგორიც იყო :„უსაფრთხო გარემო სკოლაში“, დაადგინა, რომ პროცენტულად მოსწავლეთა თითქმის 100%  გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს სკოლის საჭიროებების კვლევაში მისი გაუმჯობესების მიზნით. რაც შეეხება მასწავლებლებს, ისინი ამ მხრივ დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებენ, მართალია, თანხმობა განაცხადეს ჩართულიყვნენ კვლევაში, თუმცა ანკეტირებაში სამიზნე ჯგუფის მხოლოდ 75% მიიღო მონაწილეობა  . ისინი  ხშირად დროის უქონლობას ასახელებენ, რაც  უარყოფითიად აისახება მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და გუნდური  თანამშრომლობის პრინციპებზე, რაც წარმატებული სკოლის ჩამოყალიბების უპირველესი წინაპირობაა.. 
  მასწავლებლებთან განხორციელებულ ფოკუსჯგუფებში მონაწილეობდა 7 კლასის ხელმძღვანელი. როგორც მათ აღნიშნეს,   სკოლის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრობლემას იწვევს მშობელთა არასაკმარისი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;  მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს;  მშობლებს არ აქვთ მზაობა თავიანთი შვილების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოსმენისადმი;  ადმინისტრაცია ამ პრობლემისადმი დემოტივირებულია დაბალი ანაზღაურების გამო;  დაბალია მოსწავლე ვაჟთა მოტივაცია სწავლისადმი, რადგანაც სკოლაში გართობის მიზნით დადიან. 
 ფოკუსჯგუფში მშობლებთან - მონაწილეობდა 5  მშობელი. მათი აზრით უსაფრთხო გარემოს პრობლემებს განაპირობებს: მშობლებსა და მასწავლებლებს შორის დარღვეული კომუნიკაცია; მასწავლებლების მიერ ბავშვის უარყოფით თვისებებზე ყურადღების გამახვილება; მათი შვილების დაბალი მოტივაცია სწავლისადმი, ხშირი გაცდენები. 
   როგორც მშობლები აღნიშნავენ, მათ  არ რჩებათ დრო შვილების სწავლა-სწავლების პროცესისში  აქტიური ჩართულობისთვის. ისინი ამ ფუნქვციას მთლიანად სკოლას აკისრებენ და მიიჩნევენ, რომ ეს სკოლის პრეროგატივა უფროა, ვიდრე მშობლის.. 
    ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან  
  მშობლებთან და მასწავლებლებთან ჩაატარებულ ფოკუსჯგუფების შედეგებზე დაყრდნობით, შედგა მოსწავლეთა ფოკუსჯგუფის სადისკუსიო გეგმა, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა რა არის საჭირო სასკოლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რა იწვევს სკოლაში ბულინგის შემთხვევებს, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მხრიდან. აგრეთვე, გაკვეთილის გაცდენას, დისციპლინის დარღვევას, მასწავლებლებთან და თანატოლებთან არაჯანსაღ დამოკიდებულებას.  
   გულახდილი საუბრების შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია: მოსწავლეები კარგად აცნობიერებენ, რომ დისციპლინის  დარღვევას შესაძლოა გაკვეთილის ჩაშლა მოჰყვეს, რაც გამოწვეულია მათი მოტივაციის დაბალი დონით და მასწავლებლის მიმართ უპატივცემულობით.  
20 

  მასწავლებლებსა და მოსწავლეთა ურთიერთობაზე ისინი თავისუფლად მსჯელობენ და მიაჩნით :  რომ მოსწავლეებს მასწავლებლებზე მეტი უფლებები აქვთ;  მასწავლებლები ყვირიან და ჩხუბობენ, არ ითვალისწინებენ მათ ინტერესებს, რაც მოსწავლეთა აგრესიულობას იწვევს;  სასკოლო გარემო დაუცველია და სკოლის ეზოში ყველას შეუძლია თავისუფლად შესვლა;  ბულინგის შემთხვევები თანატოლთა მიმართ არ შეინიშნება;  უფროსკლასელთა მშობლები სკოლაში აღარ  აკითხავენ, რაც ხელს უწყობს მათი ქცევის გაუარესებას.  
ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგები  
ჩაღრმავებული ინრეტვიუ სკოლის დირექტორთან 
   საკვლევ საკითხზე საუბრისას კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სკოლის დირექტორის დამოკიდებულება   და მისი მზაობა უსაფრთხო გარემოს  გაუმჯობესებისადმი. მას მიაჩნია, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია, გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება, გარდატეხის ასაკი, მშობლების მხრიდან მოუცლელობა და შედეგიც სახეზეა. მისი აზრით, მდგომარეობას გარკვეულწილად გამოსწორდება, რადგან  მიმდინარე სასწავლო წელს სკოლებში, სადაც მანდატური არ არის, დაუშვეს ახალი შტატი - სკოლის უსაფრთხო  გარემოზე პასუხისმგებელი პირი, რომელმაც ამ მიმართულებით უკვე  დაიწყო გარკვეული მუშაობა.   აგრეთვე,  მშობელთა პედაგოგიზაცია  მნიშვნელოვანია და მოსწავლეთა გათვითცნობიერება თავიანთ უფლება-მოვალეობებში საგრძნობლად  გააუმჯობესებს სკოლის უსაფრთხო გარემოს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესს და დაარეგულირებს ურთიერთობებს. ქალბატონი ლიანა მიაჩნევს, რომ  კლასის ხელმძღვანელთა მუშაობა ამ მიმართულებით არასაკმარისია და საჭიროებს მეტ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს. აგრეთვე, აუცილებელია  მცირერიცხოვან სკოლასაც   ჰყავდეს ექიმი, სოციოლოგი,  ფსიქოლოგი, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობების დარეგულირებას სკოლის გარემოს გაუმჯობესებას.  
ჩაღრმავებული ინტერვიუ კლასის ხელმძღვანელებთან  X- XII კლ. 
  კლასის ხელმძღვანელებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს გამოიკვეთა ასეთი ტენდენცია უფროსკლასებში აკადემიური მოსწრება და დისციპლინა საკმაოდ დაბალია, ხშირია გაკვეთილების არასაპატიო მიზეზით გაცდენები მოსწავლეთა მიერ, რასაც ვერც მშობელი და ვერც მასწავლებელი ვერ აკონტროლებს, ერთი დაკავებულია სამსახურში, ხოლო მეორე დანარჩენ ბავშვებთან ატარებს გაკვეთილს. 
  კლასის ხელმძღვანელთა აზრით,  კლასში დისციპლინა დამოკიდებულია  კონკრეტული მასწავლებლის მზაობასა და პედაგოგიურ უნარებზე. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვებს მასწავლებლების მხრიდან სიყვარული და ურთიერთგაგება აკლიათ.  
მე-10 კლასის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სკოლაში ბევრია გაოჯახებული ბავშვი, რაც გარკვეულწილად იწვევს  მათ დემოტივაციას სწავლისადმი. მათ ნამდვილად სჭირდებათ სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების მხრიდან დახმარება, რათა ეს კომპლექსი ადვილად დაძლიონ. გარდა ამისა, მოსწავლეთა დიდი ნაწილს აქვს მძიმე სოციალური პირობები, 2 მოსწავლის მშობელი, რომლებიც განსაკუთრებით რთული ქცევით გამოირჩევიან, გაშორებულები არიან ერთმანეთს, ერთ მოსწავლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რამაც მისი უდისციპლინობა და  აგრესიულობა გამოიწვია, 2 მოსწავლე გაოჯახებულია და ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. 
  რაც შეეხება მე-12 კლასს, ხელმძღვანელი ფიზკულტურის მასწავლებელია და არ უჭირს მოსწავლეებთან კომუნიკაცია, თუმცა, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილს თავად უხდება ფიზიკური შრომა და ოჯახის შენახვა, სოფელში მძიმე სოციალური პირობებია და ბავშვებს სწავლისთვის დრო არ რჩებათ. აგრეთვე, კლასში 2 გაოჯახებული მოსწავლეა, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს კლასის საერთო მდგომარეობაზე. 
   კვლევის მრავალმხრივი  ინსტრუმენტების გამოყენებისა და მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად, სამიზნე ჯგუფებში გამოითქვა ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისები ერთი და იმავე თემატიკის მიმართ. ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების აზრი არაერთგვაროვანი და სუბიექტურის, თუმცა გამოიკვეთა ძირითადი საკითხები, რაზედაც ყველა სამიზნე ჯგუფი თანხმდება:  მშობლების არასაკმარი ჩართულობა სასწავლო პროცესებში;  მოსწავლეთა მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების გაუცნობიერებლობა და ხშირად არცოდნა;  დისციპლინის დარღვევის ხშირი შემთხვევები უფროს კლასებში;   მოსწავლეთა რთული საერთო სოციალური ფონი;  არასწორი კომუნიკაცია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის;  პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად;  სკოლის ყველა ინტერესთა ჯგუფის აქტიური ჩართულობა პრობლემის მოსაგვარებლად, მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეტა ერთობლივი მუშაობა  უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად. 

3.3. სამიზნე ჯგუფი 
თვისებრივი კვლევის სამიზნე ჯგუფად შეირჩა რესპონდენტთა  შემდეგი კატეგორია: 
 სკოლის დირექტორი;   სასწავლო ნაწილის გამგე  კლასის ხელმძღვაენელები;  მშობლები;  მოსწავლები. 
22 

   თვისებრივი კვლევის რესპონდენტთა ასეთი კატეგორიის მიხედვით შერჩევა განპირობებული იყო იმით, რომ თითოეული მხარე წარმოადგენს პრობლემით დაინტერესებულ პირს. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები პასუხისმგებლები არიან მოსწავლეთა  ჯანსაღი თაობების აღზრდას  შეუწყონ  ხელი. აგრეთვე, გამოუმუშაონ პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი; ეთიკური ნორმების  დაცვის;  ემპათიისა და განსხვავებულობის მიმღებლობის უნარ-ჩვევები. 
  მშობლები დაინტერესებული არიან,  რომ მათმა შვილებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვები თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდნენ თავს სკოლაში. აგრეთვე,  მნიშვნელოვანია კლასის მართვის პრობლემების გამოკვლევა და მოგვარება. რაც შეეხება მოსწავლეებს, ისინი უშუალოდ მონაწილეობენ, როგორც საგაკვეთილო, ისე არასაგაკვეთილო პროცესებში და მათ განვითარებაზე პირდაპირპროპორციულად აისახება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანი ან არაეფექტური განხორციელება. 
  რესპონდენტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სკოლის საჭიროებების კვლევის განხორციელების საქმეში. თვისებრივი კვლევა თითოეული კატეგორიის რესპონდენტის მონაწილეობით განხორციელდა ,  როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილი პროცესის მიმდინარეობისას.  კვლევის ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესო იყო გაგვეგო და  გაგვეაზრებინა რა რისკ-ფაქტორების წინაშე დგას დაუცველ სასწავლო გარემოში მოსწავლე , რაც გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების შედეგებზე. 
   კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ  შესაბამისად დაგვეგეგმა ინტერვენციები,  რ ომლის დროსაც გავითვალისწინეთ კვლევის შედეგები და  მონაცემთა ანალიზი, თუ რა ფაქტორები გამოიკვეთა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებისას და რა ტენდენციებია  ყურადღებამისაქცევი. 
   3.4. კვლევის სანდოობა 
კვლევის შედეგების სანდოობაში ეჭვის შეტანის თავიდან აცილების მიზნით, კვლევის პროცესში გამოვიყენეთ ინფორმაციის მოპოვების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და მეთოდები. მივიჩნიეთ, რომ კვლევის პროცესში ტრიანგულაცია იყო ყველაზე ეფექტური საშუალება საკვლევი საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებისათვის. ეს კი გულისხმობს კვლევის პროცესში მონაცემების შეგროვების ორი ან მეტი მეთოდის გამოყენებას. 
  ჩვენი კვლევის პროცესში, საკვლევი პრობლემის შესწავლა განხორციელდა სხვადასხვა წყაროებიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციასთან და პედაგოგებთან განხორციელებული ინტერვიუები, ფოკუსჯგუფებში მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან, დაკვირვება, ანკეტირება. გარდა ამისა,  მოვახდინეთ მეორადი მონაცემების ანალიზი. 
23 



                  თავი IV  
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება     
 ამ თავში აღწერილია   ინტერვენციების განხორციელების გზები,  ვინ,  როდის და რა განახორციელა კვლევის  პრობლემის წარმატებით გადასაჭრელად. რა არის  გასათვალისწინებელი და რა დროში  ან როგორ შეფასდა იგი. 
    ფოკუს-ჯგუფები, ინტერვიუებისა და ანკეტირების შედეგად გამოკვეთილი ტენდენციების შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება ინტერვენციების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ. მნიშვნელოვანი იყო გაგვეთვალისწინებინა, რომ დაგეგმილი ინტერვენციები შესაბამისობაში ყოფილიყო ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. ნებისმიერი განხორციელებული ცვლილება ორიენტირებული უნდა ყოფილიყო უსაფრთხო სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. გათვლილი. 
  კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ყურადღება გავამახვილეთ ინტერვენციის  ორი მიმართულებით დაგეგმვაზე: 
1. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებებისა და მოვალეობის შესახებ; 2. მშობელთა და მასწავლებელთა ერთობლივი ჩართულობა სასკოლო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით. 
     ინტერვენციები განვახორვიელე 2017-2018 სასწავლო წლის  მე-2 სემესტრში 2 თვის განმავლობაში. არსებული მდგომარეობის შესასწავლად შესაბამის ლიტერატურას გავეცანით, სადაც სხვადასხვა რჩევა, სტრატეგია, მეთოდი შევარჩიეთ სწორედ იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც ჩვენ წინაშეა და  რომლის  საფუძველზე დავგეგმეთ ის ნაბიჯები, რომელიც განვახორციელეთ    ჩვენი სკოლის საჭიროების  შესაბამისად ზემოაღნიშნული პრობლემის გასაცნობიერებლად და მოსაგვარებლად.  
ინტერვენციის პირველ ეტაპზე ჩატარდა  საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ინფორმირება მოსწავლეთა უფლება-მოვალეობების შესახებ, ლექცია-საუბრები მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მათი უფლებების, ვალდებულებებისა და მოვალეობების შესახებ. 
    კვლევის მრავალმხრივი ინსტრუმენტების გამოყენებისა და მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ნათელი გახდა სამიზნე ჯგუფების განსხვავებული მიდგომები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.  სამიზნე ჯგუფების დამოკიდებულება  ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და სუბიექტურია, თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე საერთო მოსაზრება, რომელიც ყველა ჯგუფს ეხება. 
  მოსწავლეებთან ჩატარებული გამოკითხვის შედეგად და ფოკუს-ჯგუფებზე გამოთქმული მოსაზრებებეზე დაყრდნობით,  თანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესებისთვის 
24 

მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებლობა თავად ავიღე და განვახორციელე სხვადასხვა პროექტები საბაზო- საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან: 
1. პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“; 2. პროექტი - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“; 3. სოციალური პროექტი- ჩემი მშობლიური გარემო. 
    უსაფრთხო სასწავლო გარემოსთან დაკავშირებული   ნებისმიერი განხორციელებული ცვლილება ორიენტირებული უნდა ყოფილიყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში უსაფრთხო გარემოს პრობლემების მოგვარებაზე: 
 კლასის ხელმძღვანელებმა სურვილი გამოთქვეს სადამრიგებლო კლასებში ემუშავათ სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად, ამისთვის დავგეგმეთ სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანი იყო ბულინგის შესახებ სათანადო ლიტერატურის გაცნობა.   სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ, რომელიც უშუალოდ  პასუხისმგებელი პირია  სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეფერირების მიმართულებით , მასწავლებლებს გააცნო სათანადო ლიტერატურა ბულინგის თემატიკაზე;  სკოლაში უსაფრთხოების შტაბის შექმნა და  შიდასასკოლო ღონისძიებების განხორციელება  ბულინგის პრევენციის საკითხებზე;     საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებმა სადამრიგებლო კლასებში დაგეგმეს ლექცია-საუბრების ჩატარება თემაზე: „ბულინგის პრევენცია სკოლებში“;   კლასებში დაიგეგმა სარეკლამო ბანერების შექმნა  თემაზე: „ არა  ბულინგს“;  სკოლის დირექციის ინიციატივით მშობელთა პედაგოგიზაციის მიზნით დაიგეგმა „გულახდილი საუბრები მრგვალ მაგიდასთან“;  მოსწავლეები ჩაერთვნენ  ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელ ციცინო ლაფაურის მიერ განხორციელებულ  წარმატებულ პროექტებში და გამოიმუშავეს სხვადასხვა სოციალური უნარები: ურთიერთთანამშომლობის, ჯგუფური მუშაობისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები. 

   საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით და კვლევის ანალიზის საფუძველზე  შევიმუშავეთ  ინტერვენციის ისეთი მეთოდები, რომლებიც ორიენტირებული იქნებოდა  მოსწავლეთა მიერ საკუთარი ქცევის მართვაზე, ურთიერთპატივისცემასა და სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემოს დამკვიდრების ხელშეწყობაზე .  თუმცა , ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოსწავლეს კარგად აქვს გაცნობიერებული და შესწავლილი „მოსწავლეთა ქცევის კოდექსი“,  რომელიც 2010 წელს  დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და რომლის მიზანია დანერგოს მოსწავლეებში ქცევის ერთიანი წესები, რაც ხელი შეუწყობს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას.   
   სხვადასხვა თეორიული ნაშრომისა და კოლეგების პრაქტიკის კვლევების გაცნობის შემდეგ შევარჩიე რამდენიმე ეფექტური სტრატეგია, რომელიც მოსწავლეებში ავითარებს დამოუკიდებლობასა და საჭირო უნარ-ჩვევებს. მათი გამოყენებით დავგეგმე და სისტემატურად ვმუშაობდი ჩემს სამიზნე ჯგუფთან. მონაცემთა შეგროვების თვისებრივი  (ინტერვიუ, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება) და რაოდენობრივი მეთოდების ( დახურული და ღია ანკეტირება)  გამოყენებით დავადგინეთ  მოსწავლეთა საჭიროებები, ხოლო ინტერვიუს ანალიზის გამოყენებით დავგეგმეთ შესაბამისი ინტერვენციები.  
   ინტერვენციები ორიენტირებული უნდა ყოფილიყო  მოსწავლეებში შინაგანი და   გარეგანი მოტივაციების ამაღლებასა და ურთიერთთანამშრომლობითი  გარემოს ჩამოყალიბებაზე 
26 

აქცენტირებული, რამაც ხელი შეუწყო არსებული პრობლემების მოგვარებასა და სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობას. 
  1.ჯგუფური დისკუსიები კლასებში:  თუ როგორ მივაღწიოთ იმას, რომ მოსწავლეეებმა გააცნობიერონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, რათა სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ,  დავსახეთ  და განვახორციელეთ შესაბამისი ამოცანები,  ფოკუსჯგუფებთან ჩავატარეთ „ჯგუფური დისკუსია“.  ჩვენი მიზანი იყო მოსწავლეთა შორის აზრთა გაცვლა- გამოცვლა აღნიშნული პრობლემის შესახებ  და მსჯელობა.     
   კლასის ხელმძღვანელთა და მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ დაიგეგმა  და ჩატარდა ლექცია-საუბრები თემაზე: „მოსწავლეთა ქცევის კოდექსი“, „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, „ბულინგი და ბულერი“. აგრეთვე,  ერთობლივი ძალებით გაკეთდა ბანერი : „არა ბულინგს“. 
    მოსწავლეებმა გულახდილად ისაუბრეს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების  შესახებ, გააცნობიერეს რომ ეს პრობლემა მართლაც დგას დღის წესრიგში და მოითხოვს ჩარევასა და გადაჭრის გზების ძიებას.  თუ როგორ გადავჭრათ ეს საკითი ზემოაღნიშნული პრობლემა როგორც ჩვენი სკოლის, ასევე, დღევანდელი განათლების სისტემის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.   კვლევის შედეგად გამოიკვეთა, გაკვეთილებზე ქცევის სირთულეებს ავლენს მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია გარკვეულ მასწავლებელთან, რაც იწვევს საერთო დისციპლინის მოშლას სკოლაში.  
ლექცია- საუბრებისა და დისკუსიების შემდეგ  ჩავატარეთ კონკურსი „ვინ უკეთ იცნობს ბავშვთა უფლებებს?“, გამოვლინდა 3  საუკეთესო მონაწილე, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. საბაზო-საშუალო კლასებში კვლევის კითხვარის გამოყენებით, ანკეტირების შედეგად მივიღეთ ინფორმაცია თუ  რამდენად ახორციელებენ  ამ ცოდნას პრაქტიკაში მოსწავლეები , სადაც გამოიკვეთა მათი ძირითადი შეხედულება და  დამოკიდებულება სასწავლო გარემოსადმი, დისციპლინის დარღვევისადმი, გაცდენებისადმი და  ბულინგის შემთხვევებისადმი  ( დანართი1).  
   დავგეგმეთ და ჩავტარეთ „მრგვალი მაგიდა“ მოსწავლეთა და მშობელთა  მოსაზრებების გასათვალისწინებლად და რჩევის მისაღებად, გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, გამოიკვეთა ერთობლივი ღონისძიებების ჩაატარების საჭიროება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა დაახლოებას და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.             
   2.მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვის შედეგად -  გავარკვიეთ გრძნობს თუ არა მოსწავლე თავს დაცულად, რაც  მისი სრულფასოვანი განვითარების წინაპირობაა. რა მექანიზმების ჩართვაა საჭირო, რომ ბავშვებს სკოლაში შევუქმნათ ე. წ. „კომფორტის ზონა“,  რა აქტივობების ჩატარებაა საჭირო, რომ გაუმჯობესდეს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შევიმუშავე კითხვარი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ანონიმური გამოკითხვისთვის (დანართი 2,). 
     კვლევის მიზნიდან გამომდინარე, შევეცადე დამედგინა ის მიზეზები, რომლებიც უარყოფითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. მართალია, სკოლაში არსებობს 
27 

გარკვეული სახის რეგულაციები, მაგრამ იგი ჯერ კიდევ არაა საკმარისი, რადგანაც  არ მოიცავს სასწავლო აღმზრდელობითი პროცესების სიღრმისეულ წვდომას, მოსწავლეთა საჭიროებებს. ვინაიდან, საქმიანი ურთიერთობა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ზერელე კომუნიკაციით არ მიიღწევა, იგი უნდა გაგრძელდეს სკოლის გარეთაც - მშობლებთან ურთიერთობაში, სადაც  ერთობლივად უნდა განიხილებოდეს სკოლის ყველა საჭირბოროტო საკითხი, რაც საკმაოდ რთული და კომპლექსური ხასიათისაა, რადგან  უკავშირდება ამ ადამიანთა ნებასა და მზაობას.  
   ვინაიდან, უსაფრთხო გარემოს უდიდესი როლი აქვს მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის,  ბულინგის პრევენცია დაეხმარება მოსწავლეებს სწავლების პროცესი საინტერესო გახდეს.  ესგ-ის მიხედვით სკოლამ  სხვა უნარების დაუფლებასთან ერთად უნდა შეძლოს : 
 არამარტო იდეოლოგიზებული ცნობიერების მქონე ადამიანის აღზრდა, არამედ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და ცალკეული პრობლემები. გაეღვიძოს შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.    აქედან გამომდინარე,  სკოლაში უსაფრთხი გარემოსთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები, რაც  ცხადია,  პრობლემებს ქმნის. მრავალწლიანმა პრაქტიკამ დამანახვა, რომ მოსწავლე კომფორტულად არ გრძნობს თავს სასკოლო გარემოში, აქვთ შიშები, რომ დასცინებენ.  კერძო საუბრებში მაღალი კლასის მოსწავლეები აღნიშნავდნენ, თავს ვერ გრძნიბენ დაცულად, რადგანაც ჯერ კიდევ ადგილი აქვს მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მხრიდან, რაც აფერხებს მათ შემდგომ განვითარებას. ისინი პრობლემას ხედავენ განსაკუთრებით სწავლების ზედა საფეხურზე, სადაც საფუძველი ეყრება მეტად მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბებას და პიროვნების ფორმირებას. 
   ჩავატარე განმეორებითი აქტივობები, რომლის  განხორციელება მიზნად ისახავდა  მოსწავლეებზე  დაკვირვებასა და გარკვევას, თუ როგორ გაუმჯობესდა მათი საკომუნიკაციო და თანამშრომლობითი  უნარები, დაძლიეს თუ არა კომპლექსები, შიშები. დავგეგმე და განვახორციელე აქტივობა „ ერთი დღით მოსწავლე - მასწავლებელია“, ამ აქტივობის განხორციელებამ  უკეთ დამანახვა, რა პრობლემები აქვთ საფეხურის მოსწავლეებს და რა ძნელია იყო მოსწავლე. 
 3.მშობლების ჩართულობის მიზნით,  დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები: 
  მშობელთა გამოკითხვა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან დაინტერესებულნი შვილების საკომუნიკაციო უნარების განვითარებით და როგორ ეხმარებიან მათ. მშობელთა გამოკითხვა სანდოობის გაზრდის მიზნით იყო ანონიმური  და მოიცავდა ღია და დახურულ კითხვებს. ამ შემთხვევაში გვაინტერესებდა, თუ რამდენად იყვნენ ჩართულნი შვილების სასკოლო ცხოვრებაში და როგორ ეხმარებოდნენ  საჭირო უნარების განვითარებაში  (დანართი 3). 
28 

    მშობელთა პედაგოგიზაციის მიზნით, დირექციამ დასახა „მრგვალი მაგიდის“ შემოღება საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა პედაგოგიზაციის მიზნით, თვეში ერთხელ;  კლასის ხელმძღვანელებს დაევალათ მშობლებისთვის ლექცია-საუბრების ჩატარება ბულინგის თემაზე თვეში ერთხელ; აგრეთვე, ოჯახური საღამოების მოწყობა სკოლაში. 
   ვინაიდან, არასაკმარისია კომუნიკაცია მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, დავგეგმე და განვახორციელე ინტერვენცია: ერთობლივი შეხვედრებისა და გულახდილი დიალოგების. შენიშვნაზე მოსწავლეები უარყოფითად რეაგირებენ. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლოა ვივარაუდოთ რომ დისკომუნიკაციას იწვევს ბავშვების რთული ასაკობრივი თავისებურებები, მასწავლებელთა დაბალი მოტივაცია და ასაკი, თუმცა, ვერც ახალგაზრდები ახერხებენ სათანადო დისციპლინის უზრუნველყოფას კლასებში, რის გამოც არის გაკვეთილის ჩაშლის შემთხვევები. 
   გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვებს დაწყებით კლასებში უყალიბდებათ უდისციპლინობა, რაც უკვე ჩვევაში გადადის საბაზო-საშუალო საფეხურზე, ამას ემატება გარდატეხის ასაკი და შედეგი სახეზეა. 
  მონაცემთა შეგროვებისას კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით გამოვიყენეთ სხვადასხვა მეთოდები.  გამოკითხვა ჩავატარეთ იმ მასწავლებლებში, რომლებიც ასწავლიან საკვლევი კლასის მოსწავლეებს. ეს კითხვარი შედგებოდა ღია და დახურული შეკითხვებისგან და მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ სურვილის შემთხვევაში დახურული კითხვისთვისაც გაეკეთებინა დამაზუსტებელი კომენტარი. გამოკითხვა დაგვჭირდა იმის გასარკვევად, რომ გაგვეგო ჰქონდათ თუ არა მასწავლებლებს თავიანთ სადამრიგებლო კლასებში ბულინგის შემთხვევები. მეტი სანდოობისთვის  გამოკითხვა იყო ანონიმური (დანართი 4). 
მშობელთა გამოკითხვის ანალიზი 
 მშობელთა გამოკითხვისთვის კითხვარები შევადგინეთ მე და კლასის ხელმძღვანელებმა,რათა დაგვედგინა, რამდენად იყვნენ ისინი ჩართულნი შვილების სასკოლო ცხოვრებაში და რ ოგორ ეხმარებოდნენ მათ. 
                                                  

 


დასკვნა:  მშობელთა გამოკითხვის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი მეტნაკლებად არიან დაინტერესებულნი  შვილების სწავლა-განათლებით და მნიშვნელოვნად თვლიან ბავშვების  მატერიალური უზრუნველყოფის ფაქტორს.  მათ მიაჩნიათ, რომ შეძლებისდაგვარად  ჩართულნი არიან ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში .    
ინტერვენცია:  შეთანხმება და აქტიური თანამშრომლობა  მოსწავლის  მშობელთან ,იმისათვის, რათა  ბავშვმა ქცევითი უნარები გაიუმჯობესოს  უფროსების  ჩარევით და მათი პირადი მაგალითის გავლენით. 
დიალოგი და თანამშრომლობა  მშობელთან (ანალიზი) - მშობლებთან თანამშრომლობა ძალიან გამიადვილდა, რაშიც ხელი შემიწყო თავად მათმა დადებითმა დამოკიდებულებამ საკითხისადმი. დიალოგის ანალიზის შედეგად დავასკვენი, რომ მშობლები დღის განმავლობაში ვერ ახეხებდნენ ბავშვებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. ბავშვები უმეტეს დროს  ქუჩაში ატარებენ, სადაც მიდის „საქმის გარჩევები“, ამიტომ უყალიბდება მავნე უნარ-ჩვევები და  უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან სწავლას. 
  იმისათვის, რომ სკოლის რეჟიმს ძნელადშემგუებელ ბავშვებს დავხმარებოდი ქცევითი უნარების გაუმჯობესებაში,  მათთან ერთად დავგეგმე პროექტის ჩატარება და პროექტის განხორციელებაზე მონიტორინგი მათ დავაკისრე, რამაც აამაღლა მათი  მოტივაცია და გავლენა იქონია ქცევით ფაქტორებზე. ეს ქმედება დამჭირდა, რათა მოწაფეებში გამეღვიძებინა პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი მოვალეობისადმი და ხელი შემეწყო მათი სოციალური უნარების განვითარებისთვის, რაც შესაბამისად  აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზეც აისახა. 
30 

 შედეგი: საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა სემესტრის ბოლოს საგრძნობლად გააუმჯობესეს ქცევის ხარისხი და აუმაღლდათ პასუხისმგებლობის გრძნობა, რასაც ვერ ვიტყვით საშუალო საფეხურის მოსწავლეებზე. 
დავინტერესდი ჩემი კოლეგების მოსაზრებებით კონკრეტულ მოსწავლეებთან მიმართებაში, გავესაუბრე კლასის ხელმძღვანელებს, მათ შედეგებთან დაკავშირებით.  მასწავლებლებლებს  გავუზიარე შთაბეჭდილება. მათ აღნიშნეს, რომ ბავშვთა  დისციპლინის მდგომარეობა ამ საფეხურზე სარძნობლად გაუმჯობესდა. 
რაც შეეხება  მშობლებს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო დრო აღარ რჩებათ საკუთარი შვილების აღზრდისთვის. მათ ამისთვის არც მოტივაცია და აღარც „ ნერვები“  არ აქვთ ( როგორც თვითონ ამბობენ) მათი უმრავლესობა ნეგატიურად ხვდება მასწავლებლის რეკომენდაციებს, არ აღიარებენ შვილების პრობლემას და ვერ ხედავენ ინტერვენციების საჭიროებას. მათი მოვალეობა შემოიფარგლება შვილის მატერიალური უზრუნველყოფით და  ხშირად მხედველობიდან რჩებათ აღმზრდელობითი მხარე და ქცევის თავისებურებები. 
  4. ფოკუსჯგუფები მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან : მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების შედეგებზე დაყრდნობით შედგა მოსწავლეთა ფოკუსჯგუფის სადისკუსიო გეგმა. ფოკუსჯგუფის მთავარი მიზანი იყო დაგვედგინა თუ რა იწვევს მოსწავლეთა აგრესიულობას გაკვეთილზე და არასაგაკვეთილო პროცესში.   
  მასწავლებელებთან განხორციელებულ ფოკუსჯგუფში მონაწილეობდა საბაზო-საშუალო საფეხურის  7 პედაგოგი და დირექციის წარმომადგენლები.  კვლევის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განუმარტა მათ კვლევის მიზანი და ამოცანები, სამიზნე ჯგუფს სთხოვა ემსჯელა პრობლემებზე.  კვლევამ დაადგინა, რომ მასწავლებელთა 80% -ს მიაჩნია სასკოლო გარემო დაცულად. 
   ფოკუსირებული დაკვირვების ეტაპზე მოსწავლეთა უნარებზე მოვახდინე დაკვირვება სხვადასხვა  ეტაპზე. შერჩევითი დაკვირვება- ბოლო ეტაპი იყო და ეს დრო დავუთმე ფოკუსირებული დაკვირვების ეტაპზე გამოყოფილ ერთეულებისთვის დამახასიათებელი ნიშნების შესწავლას. ე. ი. რამდენად  ითვალისწინებენ მოსწავლეები ერთმანეთის  აზრს და როგორი დამოკიდებულება აქვთ უფროსებისადმი, უმცროსებისადმი და ა.შ. 
    კვლევის შედეგად  გამოიკვეთა  ძირითადი პრობლემა, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც დაპირისპირება ხდება კლასებს შორის. სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები ძალადობდნენ ერთმანეთზე. შეინიშნება  უფროსკლასელთა მიერ  წამქეზებლური დამოკიდებულება პატარების მიმართ, აგრეთვე, დაპირისპირება გოგონებსა და ვაჟებს შორის. ერთ-ერთმა მოსწავლემ ანონიმური გამოკითხვისას აღნიშნა, რომ ერიდება  ერთ-ერთ უფროსკლასელთა  საკლასო ოთახის  გვერდით ჩავლას.   
    იყო ასეთი შემთხვევაც,  მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში სასწავლებლად გადმოვიდა სხვა ეროვნების მოსწავლე, რომლის  მიმართ თანაკლასელები ახორციელებდნენ  ვერბალური ხასიათის ბულინგს.  ჩემი ინიციატივით  ამ პროცესში ჩაერთო მთელი სკოლა, მასწავლებლები და დირექცია, მოსწავლეები,  რის შედეგადაც  შედეგად ვითარება 
31 

დარეგულირდა.  ამ  და მსგავს საკითხებზე  მე და ჩემი კოლეგები ხშირად ვუზიარებდით შეხედუკლებას.  გაირკვა, რომ მსგავსი პრობლემა სხვა კლასებშიც არსებობს. გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა და ერთად  გამოგვეკვლია ეს  პრობლემები სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე  და მოგვეძიებინა მათი გადაჭრის გზები (დანართი 5, დანართი7). 
გასათვალისწინებელია, რომ სასწავლო წლის ბოლო პერიოდი განსაკუთრებით რთული პერიოდის მოსწავლეებისთვის. წლის ბოლოს მათ ძალიან უჭირთ მობილიზება და ჩართვა საგანმანათლებლო პროცესებში.  

4.2. ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი 
  ინტერვენციების შედეგების მონიტორინგის მიზნით გამოვიყენეთ ჩაღრმავებული ინტერვიუ  დირექციასთან და მოსწავლეთა ანკეტირება. ინტერვენციის შეფასებისთვის შეიქმნა სპეციალური ანკეტები, რომელიც დაურიგდათ მოსწავლეებს. 
როგორც წესი, კვლევის დასასრულს მიღებული შედეგი გაუმჯობესებული უნდა იყოს, რაც დაადასტურებს ჩვენ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობას. თუმცა, ჩვენ რეალურად დავაფიქსირებთ და გავაკეთებთ საჭირო დასკვნებს, თუ რა ფაქტორებმა იმუშავა არასაკმარისად. 
    ინტერვენციების დაგეგმვის დროს წინასწარ ჩატარებული ანკეტური გამოკითხვის შედეგად ასეთი შედეგები მივიღეთ. სკოლაში მუშაობს 37 მასწავლებელი, კვლევაში და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საბაზო-საშუალო საფეხურის 12-მა  მასწავლებელმა,  საბაზო-საშუალო საფეხურის 75-მა მოსწავლემ და 12-მა მშობელმა.  ორმა მშობელმა თავი შეიკავა. 
   კვლევა  სამ ეტაპად მიმდინარეობდა, მონაცემთა მომზადებასა და დამუშავებას მათი ანალიზი მოჰყვა. ვინაიდან, არსებობს 3 სახის ანალიზი; უნივარიაციული, ბივარიაციული და მულტივარიაციული, აქედან ანალიტიკური ხასიათისაა ბივარიაციული და მულტივარიაციული ანალიზი.  ჩვენ გვაინტერესებდა სხვადსსხვა ასაკისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთა  დამოკიდებულება სასკოლო გარემოსადმი, ვინაიდან, ასაკი და სტატუსი  დამოუკიდებელი ცვლადია, ხოლო სასწავლო გარემო - დამოკიდებული. 
     როგორც ზემოთ აღვნიშნე,  კვლევაზე მუშაობისთვის შევარჩიე სამიზნე ჯგუფი: საბაზოსაშუალო  საფეხურის  მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და მშობლები. გასაუბრებისას დავადგინე, რომ აქვთ მზაობა ჩაერთვნენ კვლევაში. მათთან მუშაობისას გამოვიყენე დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუები, ჯგუფური გამოკითხვები. ფოკუსჯგუფებთან სამუშაოდ წინასწარ შევიმუშავე საორიენტაციო კითხვარი. სამიზნე ჯგუფებზე გარედან დაკვირვებისა და ჩართული დაკვირვების საშუალებით, აგრეთვე, განვახორციელე რაოდენობრივი მასობრივი ზეპირი და წერილობითი ანკეტირება. 
საკვლევი კითხვების ფორმულირება : 
32 

 რა არის საჭირო სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად? 
სამიზნე ჯგუფების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ურთიერთთანამშრომლობითი და პოზიტიური გარემოს შექმნა, რასაც ხელი შეუწყო ერთობლივად დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროექტებმა; 
 რამდენაც აქტუალურია სკოლაში ბულინგის შემთხვევები? 
ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, რასაც მოწმობს მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვა; 
 იცნობენ თუ არა ბავშვები  მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციას; ბავშვის უფლებათა კონვენციას; არასრულწლოვანთა შესახებ სისხლის სამართლის კოდექსს და რა ფორმით ცდილობთ მათ გათვითცნობიერებას ამ მხრივ? 
 კლასისი ხელმძღვანელთა მიერ დაიგეგმა და განხორციელდა ლექცია-საუბრები ამ თემასთან დაკავშირებით; 
 ცდილობთ დაგეგმოთ პროექტები მოსწავლეებისთვის ამ პრობლემების მოსაგვარებლად, დააკონკრეტეთ? 
დავგეგმე და განვახორციელე 3 სასწავლო პროექტი, რამაც საშუალება მომცა უშუალოდ დავკვირვებოდი მოსწავლეთა მზაობას ჩართულობასა და ურთიერთთანამშრომლობისადმი. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, გარკვეულწილად ამაღლდა კომუნიკაცია მოსწავლთა შორის, რამაც ასახვა ჰპოვა მათ აკადემიურ წარმატებაზე; 
 თქვენს სადამრიგებლო კლასებში ადგილი აქვს თუ არა ბულინგის შემთხვევებს, როგორი სახის ძალადობის შემთხვევებს აქვს  უფრო ხშირად ადგილი ვერბალურს თუ ფიზიკურს? 
აღინიშნება ბულინგის შემთხვევები თანატოლთა შორის, უფროსკლასელთა და  მასწავლებელთა მიერ, რომლებიც ძირითადად ვერბალური ხასიათისაა, თუმცა, ინტერვენციის შედეგად საგრძნობლად შემცირდა, რაც დაადასტურა განმეორებითმა ანკეტურმა გამოკითხვებმა. 
 საჭიროდ თვლით თუ არა მშობელთა პედაგოგიზაციას და  ჩატარებული  თუ გაქვთ რაიმე ღონისძიება? 
   მშობელთა პედაგოგიზაციის მიზნით გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა,  მ.შ. ტრენინგები, „მრგვალი მაგიდა“, კლასის ხელმძღვანელთა  მიერ ჩატარებული შეხვედრები მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით, რამაც გარკვეულწილად აამაღლა მათი დამოკიდებულება სკოლისადმი; აგრეთვე, მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია-საუბრები საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების  გასაცნობად და გასაცნობიერებლად. 
 კვლევისას  გამოირკვა თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლეზე სკოლის გარემო, რამდენად დაცულად გრძნობენ ბავშვები თავს სკოლაში და როგორ აისახება  ეს ყველაფერი მათ განვითარებაზე. 
   კვლევის  ძირითადი ამოცანები, რომლებიც კვლევისას განხორციელდა:  
33 

 სკოლის უსაფრთხო გარემოსა და ბულინგის შესახებ არსებული ცოდნის გენერირება, შემდგომში მისი გამოყენება და გავრცელება ;   მოსწავლეთა ქცევის მართვის მექანიზმის დახვეწა, რაც გულისხმობს დისციპლინის გაუმჯობესებას სკოლაში და თავიანთი უფლება-მოვალეობის გააზრებაგაცნობიერების ხელშეწყობის გზების ძიებას;  მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;  ლექცია-საუბრების ჩატარება მოსწავლეებსა და მშობლებში ბულინგის შესახებ;   სკოლაში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა;   მოსწავლეთა დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარება და სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბება;  სწავლა-სწავლების დონის  გაუმჯობესება და  აკადემიური მოსწრების ამაღლების ხელშეწყობა. 
   კვლევის  წარმატებით განსახორციელებლად საჭირო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, რომლის შედეგადაც დავადგინეთ თუ როგორი ხალისით  ჩაერთვნენ  ბავშვები და როგორ ღებულობდნენ ჩვენ მიერ მიწოდებულ ინტერვენციებს. 
 კვლევის წარმოებისას მოსწავლეებისგან ისეთი დადებითი მუხტი წამოვიდა, რომ შედეგები ანგარიშგასაწევია. ასეთი გულახდილი საუბრები და ანონიმური გამოკითხვები საგრძნობლად ამაღლებს ნდობის ფაქტორს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის  და ქმნის გულითად ატმოსფეროს, რაც შემდგომ  დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე და ამაღლებს მათ აკადემიურ მოსწრებას. 
   საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა გამოკითხვაში მონაწილეობდა  თითქმის ყველა მოსწავლე (VIII-IX-X-Xi-XII კლ.)   
 მოსწავლეთა 71 %  სკოლაში გრძნობს თავს მშვიდად და უსაფრთხოდ;   მოსწავლეთა დადებით ემოციას იწვევს ქართულისა და გეოგრაფიის კაბინეტი და საკუთარი საკლასო ოთახი მოსწავლეთა 80%-ში;   მოსწავლეთა 17%-ში სკოლა უარყოფით ემოციას იწვევს;   მოსწავლეთა 28% თვლის, რომ სკოლის ეზო უსაფრთხო არააა და დაცვას საჭიროებს;   მოსწავლეთა 88% მასწავლებელებს დადებითად აფასებს;   მოსწავლეთა 12%  პროცენტი კი  -უარყოფითად;  მოსწავლეთა 21%-ს მიაჩნია, რომ მასწავლებელთა მხრიდან მათზე ხორციელდება ბულინგი;  28% თვლის, რომ ბულინგს მოსწავლეები ახორციელებენ ერთმანეთისა და მასწავლებლების მიმართ;   ძალადობის ამსახველ ვიდეოფილმებს  უყურებს მოსწავლეთა 28%,  ხოლო მოსწავლეთა  71% არ უყურებს ასეთ ფილმებს;   მოსწავლეთა 99, 9 % თვლის რომ სკოლაში არ არის სექსუალური ძალადობის შემთხვევები;   მოსწავლეთა 0,1% თავს იკავებს აზრის გამოთქმისგან;  
34 

 გაკვეთილზე დაცინვისა და შეცდომის დაშვების ეშინია გამოკითხულ მოსწავლეთა 57%-ს;   მასწავლებლის გაბრაზებისა და ჩხუბის ეშინიამოსწავლეთა 12%-ს,   ხოლო  მოსწავლეთა 31% -არაფრის არ ეშინია . 
გამოკითხულ  მასწავლებელთა 78% თვლის , რომ სკოლაში არ არის ბულინგის შემთხვევები; 
 მოსწავლეთა 21%-ს მიაჩნია, რომ მასწავლებელთა მხრიდან მათზე ხორციელდება ბულინგი  

სკოლის დირექცია გაეცნო შედეგებს და დასახა ამოცანები მათ გადასაჭრელად. გადაწყდა, შემუშავდეს შეფასების ისეთი ღონისძიებები, ამაღლებს მოსწავლეებში დაცულობის განცდას და ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას, რაც წარმატებული სკოლის ჩამოყალიბების წინაპირობაა. 
     

35 

    სკოლის საჭიროებების განხორციელებული კვლევიდან გამომდინარე,  შეიძლება დავასკვნათ, რომ კვლევის პირველ ეტაპზე წარმატებით განხორციელდა სკოლის ადმინისტრაციის ჩართულობა  და საკვლევი საკითხის შერჩევა/ჩამოყალიბება.  სამიზნე ჯგუფის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები კვლევის პროცესში , თუმცა, 2 მშობელი გამოეთიშა კვლევას. რაც ადასტურებს იმას, რომ მშობლებს დრო არ რჩებათ შვილებისთვის. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შერჩეული საკითხი აქტუალურია სკოლისთვის.  
  კვლევის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა განივითარეს კვლევისთვის საჭირი უნარ-ჩვევები, რომელსაც გამოიყენებენ შემდგომში თავიანთი პედაგოგიური კვლევების წარმოებისას სასწავლო პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად.  
   აუცილებელია აღინიშნოს, რომ განხორციელებული ინტერვენციების შედეგად შეიცვალა მოსწავლეთა ქცევა სკოლაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკვლევი პრობლემა ბოლომდეა გადაჭრილი. მიგვაჩნია, რომ საერთო ჯამში კვლევა უნდა შეფასდეს დადებითად, რადგან ინტერვენციებმა სათანადო შედეგები გამოიღო.  
   სკოლის საჭიროების პრობლემის კვლევისას გამოვიყენე ანკეტირება, წინასწარ შემუშავებული ღია და დახურული კითხვებით. შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა თანამშრომლობის წახალისებას დირექციამაც უნდა შეუწყოს ხელი. საჭიროა  შემუშავდეს  კრიტერიუმები, რისი საშუალებითაც მოხდება სწავლა-სწავლების პროცესზე დაკვირვება და ამავდროულად კვლევის შედეგების გათვალისწინება, დასვენებებზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს როგორც მასწავლებელთა, ასევე მოსწავლეთა მორიგეობას და მშობელთა ჩართულობას ამ პროცესებში,რაც გაზრდის მათ მოტივაციასა და ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის ზრდას. 
   საკვლევმა  თემამ, როგორიც იყო :„უსაფრთხო გარემო სკოლაში“, დაადგინა, რომ პროცენტულად მოსწავლეთათითქმის 100%  გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს სკოლის საჭიროებების კვლევაში, ხოლო მასწავლებლები ამ მხრივ დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებენ, მართალია, თანხმობა განაცხადეს ჩართულიყვნენ კვლევაში, თუმცა მათთვის დარიგებული ანკეტები სამიზნე ჯგუფის მხოლოდ 75%-მა  დააბრუნა შევსებული. ისინი  არ ინტერესდებიან სკოლაში არსებული პრობლემებითა და სკოლის საჭიროებების კვლევით,  ხშირად დროის უქონლობას ასახელებენ, რაც  უარყოფითიად აისახება მოსწავლეთა სწავლასწავლების ხარისხზე. გუნდური  თანამშრომლობის პრინციპი ამ მხრივ ძალიან მოიკოჭლებს, რაც წარმატებული სკოლის ჩამოყალიბების უპირველესი წინაპირობაა. 
   ვინაიდან,  კვლევა  საკმაოდ რთული პროცესია, იგი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. აღნიშნული კვლევა მიმდინარეობდა მეორე სემესტრის  განმავლობაში დ გაგრძელდა მიმდინარე წელსაც. თუმცა, საკვლევი ობიექტების დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი ამოუწურავია და შემდგომში მოითხოვს სამიზნე ჯგუფების გამრავალფეროვნებასა და მშობელთა აქტიურ ჩართულობას ამ პროცესებში. 
    კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში და გრძელდებოდა 5 თვის მანძილზე. მოსწავლეთა ანონიმური გამოკითხვა და ანკეტირება 
36 

ვაწარმოე ელექტრონული და წერილობითი ფორმით. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო სკოლის საჭიროებების კვლევაში ჩართულობა  უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ამიტომ ისინი ხალისით ჩაერთვნენ ამ პროექტის მუშაობაში. კვლევის პროცეში განხორციელდა ეფექტური ინტერვენციები და ინტერვენციების საფუძველზე შემუშავდა სათანადო რეკომენდაციები. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის, ისინი დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა კლასის პრობლემებიდან გამომდინარე.  
 უკუკავშირი  იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია რომ მსგავსი აქტივობები მხოლოდ აფერხებს სასწავლო პროცესს და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში. თუმცა, უმრავლესობის მოსაზრებით, კვლევითი პროექტების განხორციელება და მისი შედეგების გაანალიზება, ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება აუცილებელია სკოლის უსაფრთხო გარემოსა და მოსწავლეთა კომუნიკაციის ასმაღლებისთვის, მისი შემდგომი განვითარებისთვის და მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად. მასწავლებლები გეგმავენ, რომ თვითონაც განახორციელონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას. 
 კვლევის ანგარიშს საფუძველზე  მოვამზადე პრეზენტაცია და განვახორციელე პედაგოგიური საზოგადოების  ინფორმირება,  სამომავლოდ ვგეგმავ სტატიის დაწერას ამ თემაზე, სადაც ჩემი კვლევის შედეგებს გავუზიარებ კოლეგებს .  როგორც მონაცემთა ანალიზმა გვიჩვენა,მიუხედავად იმისა,  რომ  მასწავლებლები მეტ-ნაკლებად არიან ჩართულები მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარების გასავითარებლად, ჯერჯერობით ეს ჩართულობა არასაკმარისია, რადგანაც მოსწავლეებს ზოგჯერ მაინც უჭირთ კომუნიკაცია.   მასწავლებლების მიერ არასაკმარისია საკომუნიკაციო უნარების გასავითარებლად ჩატარებული აქტივობები.   ყველა კოლეგა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშობელთა ჩართულობას შვილის სასწავლო საქმიანობაში და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ გასააქტიურებელია მუშაობა.  
   კვლევაში გამოყენებული ინტერვენციების მიზანი იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროებების გამოკვეთა, ინტერვენციების დაგეგმვა, განხორცილება და შედეგების ანალიზი. ვთვლი,  რომ კვლევის მიზანი მიღწეულია რადგან ინტერვენციები პრაქტიკულად განხორციელდა და შედეგები დადებითია. 
     კვლევის განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა შეიძინეს გამოცდილება და ახალი უნარ-ჩვევები, რაც  მანამდე არ ჰქონიათ . თვითონ იყვნენ მთავარი გმირები დაგეგმილი პროექტებისა და კითხვარების განხორციელების დროს. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ  რომლებიც გავაკეთეთ ანალიზის შედეგად და რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ გავუწევდით ჩვენს კოლეგებს, ერთი მხრივ მსგავსი კვლევის ჩატარების შემთხვევაში ან/და ამ საკითხზე, -  მაგ. ურთიერთთანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესება პედაგოგებს შორის;  
   ჩატარებული პრაქტიკული კვლევიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნა, რომ მოსწავლეებს  მოტივაციის ამაღლებაში  პრობლემებს უქმნიდა:  
37 

 სოციალური უნარების არასაკმარისი განვითარება და დავალებებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება;  მოსწავლეთა ქცევის კოდექსის არცოდნა ან იგნორირება, უდისციპლინობა, გაკვეთილების არასაპატიო მიზეზით გაცდენა;  მასწავლებელთა  დაბალი მოტივაცია და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სადამრიგებლო კლასებისადმი;  მშობელთა არასათანადო ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. 
    პრობლემის გადასაჭრელად დაიგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შედეგად, გ შესრულებული ინტერვენციების ანალიზისა და შეფასებისას გამოიკვეთა, რომ თითქმის ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დადებითი  იყო.  აგრეთვე,  გამოიკვეთა  სკოლის საჭიროებების კვლევისთვის ახალი პრობლემა -   პედაგოგთა  შორის არასაკმარისი კომუნიკაცია . გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებელთა ეფექტური კომუნიკაცია აუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, ხელს უწყობს სასწავლო  პროცესის დახვეწასა და მასწავლებელთა პროფესიულ ზრდა-განვითარებას. მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და ოპტიმალური გზების მონახვა აუმჯობესებს სასწავლო გარემოს და სწავლა-სწავლების პროცესს.  
    უკუკავშირი კვლევაში ჩართულ მასწავლებელთა მხრიდან დადებითი იყო. კოლეგებს მიაჩნიათ რომ მსგავსია აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს სწავლა-სწავლების წარმატებით განხორციელებაში. სასწავლო ხასიათის კვლევითი პროექტების  დაგეგმვა, განხორციელება და მისი შედეგების გაანალიზება, ცვლილებების დაგეგმვა  აუცილებელი წინაპირობაა სკოლის შემდგომი განვითარებისთვის და მოსწავლეთა  თანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესებისთვის და სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.    
   ჩემი აზრით, კვლევა იყო, როგორც შრომატევადი, ასევე ნაყოფიერიც, რადგან მივიღეთ სარგებელი: გავეცანით საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა ლიტერატურას, შესაბამისად გავიღრმავეთ უნარები; მივიღეთ გამოცდილება კვლევაზე ერთობლივი მუშაობისას,  ვეცნობოდით კვლევის ეტაპებს, სხვადასხვა კოლეგის მიერ უკვე განხორციელებულ კვლევათა ანგარიშებს; კვლევის რთული ეტაპების გადალახვა საგრძნობლად გამიადვილა სკოლის სხვა პედაგოგებთან, დირექციასთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან თანამშრომლობამ, რადგან ჩვენ აქტიურად ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს და გამოცდილებას საკვლევ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც, რომ  მოსწავლეებს აუმაღლდათ გარკვეული  სოციალური უნარ-ჩვევევები.  
   ბოლოს, დასკვნის სახით შეძლება ითქვას,რომ დასახულ მიზანს, გარკვეულწილად მივაღწიეთ. ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება:  
 კოლეგებს თვითონ წარმართონ  როგორც პედაგოგიური , ასევე, სკოლის საჭიროების კვლევა,  პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით;  
38 

 ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობით დააკვირდნენ იქონია თუ არა გავლენა მოსწავლეთა სწავლა-სწავლების შედეგებზე და სასწავლო გარემო რამდენად გაუმჯობესდა უსაფრთხოების თვალსაზრისით;  დაინტერესებულმა მასწავლებლებმა შესაძლოა გამოიყენონ  შედეგები და თავიანთი პედაგოგიური საჭიროების კვლევისთვის და  გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება;   მოსწავლეებთან გამოიყენონ მოძიებული ლიტერატურა;  კვლევისას განხორციელებული აქტივობები მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. კონკრეტულად კი პროექტებზე  მუშაობა დაეხმარა მათ როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიღებაში და სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარებაში;  მასწავლებლებისთვის აღნიშნული აქტივობები იყო პროფესიული განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და კრედიტქულის მოპოვებისთვის გაწეული შრომა და იმედი, რომ მომავალ წელს დაუფასდებათ შრომა და კარიერული წინსვლის სქემის საშუალებით ერთი საფეხურით დაწინაურდებიან. 

        
რეკომენდაციები 
    კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ მასწავლებლებს სჭირდებათ მოტივაცია როგორც შინაგანი ისე გარეგანი, რათა აქტიურად ჩაერთონ პროფესიულ განვითარებაში. გარეგან მოტივაციაში ვგულისხმობთ სათანადო ანაზღაურებას რადგან თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მომზადებას და დოკუმენტაციის წარმოებას და მის განხორციელებას , რასაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა მოითხოვს სჭირდება საკმაოდ დიდი დრო და ენერგია, თუმცა ანაზღაურება ასეთ სოციალურ  ფონზე, მიზერულია და მასწავლებელი იძულებულია სხვა საქმიანობას დაუთმოს თავისი დრო, რათა გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა.   
  რეკომენდაციები სკოლის ადმინისტრაციისთვის:  
 ხელი შეუწყოს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას;  საგაკვეთილო პროცესში ხელი შეუწყოს დისციპლინის გაუმჯობესებას;  ხელი შეუწყოს მშობელთა ჩართულობას სასკოლო საქმიანობაში,  შემოიღოს მშობელთა მორიგეობა საბაზო- საშუალო საფეხურზე სასწავლო პროცესის განმავლობაში;  შეიმუშავოს რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის და მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობის ამაღლების მიზნით. 
   ვინაიდან, სკოლის  საჭიროების კვლევა არის კარგი საშუალება  მასწავლებელი დააკვირდეს მოსწავლეების ქცევას, დისციპლინას,სასწავლო გარემოს,  სწავლა-სწავლების პროცესით დაინტერესების პროგრესს და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის  ზრდას.  აგრეთვე, იქონია თუ არა დადებითი გავლენა აღნიშნულმა აქტივობებმა მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებების  დადგენასა და პრობლემის იდენტიფიკაციაში. 
39 


კვლევის ნაკლოვანებები 
  კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ საჭიროა სკოლის საჭიროებების უფრო სიღრმისეული, ხანგრძლივი კვლევა და დაკვირვება სხვადასხვა მიმართულებით. 
     მასწავლებლებს უჭირთ გააკეთონ რეფლექსია განხორციელებული აქტივობისა, ესაჭიროებათ გამჭოლი კომპეტენციების განვითარება/ფლობა, რათა მოსწავლეებამდე მრავალფეროვანი აქტივობები მიიტანონ, რაც შეიძლება ახალ საკვლევ თემად ავიღოთ. 

  

                                             კვლევის რეფლექსია 
                რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ 
    სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში ჩავატარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა „ უსაფრთხო სასწავლო გარემო“ და კვლევის შედეგები გავაცანი კოლეგებს. კვლევის მიზანი იყო კვლევის მიზანი იყო დამედგინა რამდენად უსაფრთხოა სასკოლო გარემო მოსწავლეებისთვის და დამესახა მისი გაუმჯობესების გზები, გამოიკვეთა ამოცანები:  სკოლაში არსებული გარემოს შესწავლა და გაუჯობესება, მის დასაძლევად ოპტიმალური გზების მონახვა,  სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რათა მოსწავლეებმა თავი დაცულად იგრძნონ.  მიღებული შედეგი მნიშვნელოვანია   საჭიროა მისი კოლეგებისთვის გაზიარება. 
    კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში და გრძელდებოდა 5 თვის მანძილზე. მოსწავლეთა ანონიმური გამოკითხვა და ანკეტირება ვაწარმოე ელექტრონული და წერილობითი ფორმით. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო სკოლის საჭიროებების კვლევაში ჩართულობა  უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ამიტომ ისინი ხალისით ჩაერთვნენ ამ პროექტის მუშაობაში. კვლევის პროცეში განხორციელდა ეფექტური ინტერვენციები როგორც საქმიანი, გულახდილი საუბრები, ასევე ანონიმური ანკეტური გამოკითხვები და ინტერვენციების საფუძველზე შემუშავდა სათანადო რეკომენდაციები. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის, ისინი დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა. თემის   არჩევამათი პრაქტიკისსაჭიროებიდან გამომდინარე მოხდება. 
უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია რომ მსგავსია ქტივობები მხოლოდ აფერხებს სასწავლო პროცესს და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში. თუმცა უმრავლესობის მოსაზრებით, კვლევითი პროექტების განხორციელება და მისი შედეგების გაანალიზება, ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება აუცილებელია სკოლის შემდგომი განვითარებისთვის და მოსწავლეთა 
40 

სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად. მასწავლებლები გეგმავენ, რომ თვითონაც განახორციელონ  საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას. 
კვლევის ანგარიშს საფუძველზე  მოვამზადე პრეზენტაცია და განვახორციელე  სკოლის პედაგოგიური საზოგადოებისა და მშობელთა  ნაწილის ინფორმირება. კვლევის მსვლელობისას  სამიზნე ჯგუფის მასწავლებლები აქტიურად  ვთანამშრომლობდით ერთმანეთთან, ვუცვლიდით  კვლევასტან დაკავშირებულ ინფორმაციებს და ვაძლევდით შესაბამის უკუკავშირს. ასევე, დიდი დახმარება გაგვიწია სკოლის ადნისტრაციამ. ისინი ინტერესით და გულისხმიერებით  მოეკიდნენ წამოწყებულ კვლევას და თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში, რაც გამოიხატა გამოკითხვაში მონაწილეობით. ზოგიერთი მათგანი პერიოდულად ინტერესდებოდა ინტერვენციებითაც და გვიზიარებდა საკუთარ მოსაზრებებს.  კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები გავუზიარე, როგორც სამიზნე ჯგუფის მასწავლებლებს, ასევე   ყველა დაინტერესებულ კოლეგას, რომლებმაც უკუკავშირით  დაადასტურეს, რომ საკვლევი პრობლემა იყო მართლაც აქტუალურია არა მხოლოდ სკოლის, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც (როგორც ამას მკვლევარები აღნიშნავენ).  
     ჩემ მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა მომცა დადებითი შედეგი და საჭიროდ ჩავთვალე კვლევის ანგარიშის გაზიარება კოლეგებისათვის. პრეზენტაციას ესწრებოდა 21 მასწავლებელი. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისათვის. განსაკუთრებით მოეწონათ ჩემი მიგნება დაკვირვების დღიურის წარმოების წესი. 
   კოლეგებისგან მივიღე შემდეგი სახის უკუკავშირი: ერთი მათგანი ფიქრობდა, რომ აღნიშნული კვლევა დროში იყო გაწელილი. მისი აზრით მსგავსი პრობლემების მოგვარება უფრო მოკლე დროშიც იქნებოდა შესაძლებელი. ამ მოსაზრებას მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა დანარჩენი მსმენელების მხრიდან . მეც და კოლეგების უმრავლესობაც ვფიქრობთ, რომ საკვლევი პრობლემატიკა ( სკოლის უსაფრთხი გარემო ) ისეთი თემაა, რომელსაც მუდმივად  სჭირდება განვითარება და გაუმჯობესება. 
 პედაგოგები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა მათაც განეხორციელებინათ საკუთარი პრაქტიკის კვლევა . ისინი სვამდნენ შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით ,თუ როგორ მოეხდინათ საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირება. ჩემი გამოცდილების ფარგლებში ვუზიარებდი საკუთრ გამოცდილებას და ვფიქრობ დავარწმუნე, რომ მათაც შეუძლიათ კვლევის განხორციელება. 
     ვფიქრობ,  განვახორციელო  მომავალი სასწავლო წლიდან  სკოლის საჭიროების ახალი კვლევა მასწავლებელთა კვალიფიკაციასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე,  მშობელთა ჩართულობაზე, რაზედაც სამომავლოდ ვგეგმავ კვლევის განხორციელებას. გამოითქვა მოსაზრებები, შევიმუშაოთ ერთობლივი რეკომენდაციები და დავსახოთ ღონისძიებები, რათა გავზარდოთ მშობელთა აქტიური ჩართულობა მათი  შვილების სასკოლო საქმიანობაში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით, რადგან ზემოაღნიშნულმა კვლევამ ამ პრობლემების  შესწავლის საჭიროება გამოკვეთა .    
კვლევასთან დაკავშირებული გამოცდილების უფრო ფართოდ  გაზიარების მიზნით, მსურველი კოლეგებისთვის   კვლევას გამოვაქვყნებ ჩვენი სკოლის ვებგვერდზე, სკოლის ფასილიტატორთა დახურულ ჯგუფში, საქართველოს  პედაგოგთა პროფესიული ზრდის ფასილიტატორთა  ჯგუფში. 

                                                        ბიბლიოგრაფია 

1. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიულიგანვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწ ავლებლის პროფესიულიგანვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ გამოცემული -  „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“; 3. პროგრამა ”უსაფრთხოსკოლა” ანალიტიკურიდეპარტამენტი-2007 წ. 4.      ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერე ბათა ცენტრი 2006 წ.   http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173 5.      წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ. 2008. http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf 6. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები (14 დეკემბერი, 2015 ვიქტორია უშანგიშვილი) http://mastsavlebeli.ge/?p=1522 7. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/3560269 8. მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2017/03/Shefasebisinstrumentebi.pdf 9. შეფასების ინსტრუმენტები განახლებული ვარიანტი https://drive.google.com/file/d/1RfOZs4qg61__wYRlfm-oHSv0ccHXJsGL/view 
10. კოჰენი, ლ. მანიონი,ლ. და მორისონი, ქ. კვლევის მეთოდები განათლებაში (მეხუთე გამოცემა). თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 11. გოგლიჩიძე, ნ. ჭანტურია, თ. და ჯინჭარაძე, ნ. ( 2016). პრაქტიკის კვლევა დამწყებთათვის. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 12. ლობჟანიძე, ს. ( 2016). როგორ ვაწარმოოთ პრაქტიკის კვლევა. მოძიებულია შემდეგ ლინკზე: http://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=427 13. სტატიები:   უსაფრთხო სკოლის მახასიათებლები;  
42 

 უსაფრთხო სკოლის კრიტერიუმები; უსაფრთხო სასკოლო გარემოს მახასიათებლები;   უსაფრთხო გარემოს შექმნა; ორგანიზებული და უსაფრთხო სასწავლო გარემო; უსაფრთხოსკოლისსახელმძღვანელო;   ეფექტური სასწავლოგარემო; ეფექტიანი ფიზიკური გარემოს ორი მახასიათებელი და სხვა. 

14. ინტერნეტსაიტები -   liberali.ge/articles/view/28334/usafrtkho-skola--gamotsvevebi-da-shefasebebi;  www.ganatlebisreforma.com;www.nplg.gov.ge/.../library.exe; https://edu.aris.ge 


                                                                           დანართები 
                                 დანართი 1.  ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებისთვის 

1. სკოლის შენობის რომელ ნაწილში გრძნობენ (ვერ გრძნობენ) თავს მოსწავლეები (მასწავლებლები, მშობლები) მშვიდად და უსაფრთხოდ? 2. სკოლის შიდა ეზოს სისუფთავე დიდ დასვენებამდე და მის შემდეგ? შეიცვალა თუ არა თქვენი აღქმა კონკრეტული სივრცის უსაფრთხოების, სისუფთავისა და სხვა საკითხების მიმართ. 3. სკოლის შენობის რომელ ნაწილში გრძნობთ  თავს დაცულად და კომფორტულად? 4. რომელი საკლასო ოთახი იწვევს ყველაზე მეტ ნეგატიურ ემოციას მათში? 5. არის შემთხვევები, როცა შენ სხვებთან ერთად  ცელქობ და სისულელეებს ჩადიხარ?    6.  ა) ძალიან ხშირად   ბ) ხშირად   გ) ხანდახან   დ) არასდროს 

         დანართი 2.       კითხვარი მოსწავლეებისთვის 

1. სახელი ___________________ გვარი _____________________ კითხვარი 1. რას ნიშნავს ვიყო თინეიჯერი? 
 2. რა თავისებურებები ახასიათებთ თინეიჯერებს? 
 3. რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას თინეიჯერების ცხოვრებაში?  4. რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ?  
43 

5. აღწერეთ კონფლიქტი თინეიჯერებს, თანატოლებსა და მშობლებს შორის. 6.თქვენი აზრით შეიძლება თუ არა ამ პრობლემის მოგვარება?  7. რა გზები არსებობს ურთიერთობების დასარეგულირებლად?  8. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თინეიჯერების პრობლემების მოგვარებას?  9. თქვენი აზრით რასგააკეთებენ პრობლემების მოსაგვარებლად?  10. რამდენად მისაღები იქნება დამხმარის რჩევების გათვალისწინება?  11. თქვენ რას ურჩევდით?  12. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 5-10 წლის შემდეგ? 

დანართი 3.    კითხვარი მშობლებისთვის 

თქვენს შვილს 1. სჭირდება თუ არა შეხსენება , რომ შეასრულოს დავალებები? ა) ყოველთვის;  ბ) ხშირად;  გ) იშვიათად;  დ) არასოდეს. 2.  ასრულებს თუ არა დავალებებს დამოუკიდებლად? ა) ყოველთვის;  ბ) ხშირად;  გ) იშვიათად;  დ) არასოდეს. 3.  ხალისით ასრულებს თუ არა დავალებებს? ა) ყოველთვის;  ბ) ხშირად;  გ) იშვიათად;  დ) არასოდეს. 4.  რა სიხშირით მიმართავს მშობლებს ან უფროსებს დახმარებისთვის?  ა) ყოველთვის;  ბ) ხშირად;  გ) იშვიათად;  დ) არასოდეს. 5. უჭირსწაკითხული /მოსმენილიტექსტისგაგება-გააზრება? ა) დიახ;             ბ)  არა;            გ) ზოგჯერ. 6.  ადვილადიგებენდავალებათაინსტრუქციებს? 7. ა) დიახ;             ბ)  არა;            გ) ზოგჯერ. 8.   წერითიდავალებისშემთხვევაშითქვენუკითხავთინსტრუქციებს? 9. ა) დიახ;             ბ)  არა;            გ) ზოგჯერ. 

10. გაკმაყოფილებთ თუ არა თქვენი შვილის ძალისხმევა და სიბეჯითე? რატომ? 

11. გიზიარებთთუარათქვენიშვილისკოლაშიმიღებულშთაბეჭდილებებს ? 12. ა) ყოველთვის;  ბ) ხშირად;  გ) იშვიათად;  დ) არასოდეს. 13.   რამდენად ხშირად ეკონტაქტებით მასწავლებლებს შვილი წარმატებების შესახებ ინფორმაციისთვის? 14. ა) ყოველთვის;ბ) ხშირად; გ) იშვიათად;    დ) არასოდეს. 15. არის თუ არა თქვენი შვილი სასკოლო ბულინგის მსხვერპლი; 16. ვისგან ხორციელდება ბულინგი სკოლაში 
44 

17.  თქვენიაზრით, რამდენადმნიშვნელოვანია, გარდა მასწავლებლის მცდელობისა ,ოჯახის ფაქტორი,  სოციალური უნარ-ჩვევის განვითარებისათვის ( გთხოვთ დაასაბუთოთ თქვენი მოსაზრება)  18. რას ურჩევდით მასწავლებლებს , რომ თქვენმა შვილმა მეტ წარმატებებს მიაღწიოს? 


                          დანართი 4.  ანკეტური გამოკითხა მასწავლებლებისთვის 

19. რა არის ჩემი სკოლისთვის პრიორიტეტული საკითხი, რომლითაც უნდა დავიწყო კვლევა? რატომ მიგაჩნია ასე? 20. რა არის ჩემი სკოლის ძლიერი მხარე? დააკონკრეტე რატომ. 21. რა არის ჩემი სკოლის სუსტი მხარე? დააკონკრეტე რატომ. 22. როგორ ვმუშაობ ესეგეს მიხედვით წლის ბოლოს მისაღწევ სტანდარტებზე სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (დაწყებითი, საშუალო, საბაზო)? 23.  დააკონკრეტე კლასი და მისაღწევი (ანუ მიღწეული) შედეგი შენი პრაქტიკიდან გამომდინარე. 24. როგორ რეაგირებთ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობაზე? 25. დაგვიანებასა და სკოლიდან გაპარვაზე? 26. გქონიათ მოსწავლისგან , მოსწავლეებისგან გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა? 27. იყენებენ მოსწავლეები ტექნიკურ საშუალებებს, რომელიც ხელს უშლის გაკვეთილის წარმართვას? 28. დააქვთ თუ არა მოსწავლეებს აკრძალული ნივთები( ბანქო, უხამხობის ამსახველი ნივთები, ფოტოები და ა.შ.) 29. სკოლის შენობაში შეგინიშნავთ უცხო პირები სკოლის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე? 30. ხშირია თუ არა მოსწავლეთა მიერ სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსის  დარღვევები? 31. ჩემი კოლეგებიდან ვის შემიძლია მივმართო დახმარებისათვის?  32.  რამდენად მაქვს/გვაქვს წარმატების შანსი? და ა.შ  33. ხართ თუ არა  მზად თანამშრომლობისთვის, რათა მიიღოთ კვლევაში მონაწილეობა? 34.  რამდენად მნიშვნელოვანია საკვლევი თემა ჩემი პროფესიული  ჩვენი სკოლისთვის და მოსწავლეებისათვის?  35. აქვს თუ არა მას აღმზრდელობითი ღირებულება? 36. ვარ თუ არა მზად, ენერგია და დრო დავახარჯო ამ საკითხის კვლევას?  37. მაქვს თუ არა სურვილი, ამ საკითხის კვლევით რამე შეიცვალოს ჩემს სკოლაში, გაუმჯობესდეს, განვითარდეს?  38. რამდენად აქტუალურია იგი ჩემი სკოლისათვის? 39.  რამდენად დამეხმარება ის სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში?  
45 

40. რა ღირსება და ნაკლი ჰქონდა თქვენს ერთობლივად მუშაობას? 

     დანართი 5.    კითხვარი მასწავლებლებისთვის 
1. არის თუ არა თანაბრად განაწილებული პასუხისმგებლობა სკოლის მართვაში? ......................................................................................................................................................... ......................................................................................................................................................... ................................................................................................ 
2. არის თუ არა სკოლის დოკუმენტაცია გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი?  ......................................................................................................................................................... ......................................................................................................................................................... ................................................................................................ 
3. საიდან ჩანს, რომ მართვის რგოლები ქმედობაუნარიანია? ........................................... ......................................................................................................................................................... ......................................................................................................................................................... ................................................................................................ 
4. საიდან ჩანს, რომ სკოლის მართვა დემოკრატიის პრინციპს ეფუძნება?...................... ......................................................................................................................................................... ......................................................................................................................................................... ................................................................................................ 5. ითვალისწინებს თუ არა სკოლა მოსწავლეებისა და მშობლების სურვილს? ......................................................................................................................................................... ......................................................................................................................................................... ................................................................................................ 

დანართი 6. კითხვარი მასწავლებლებისთვის 
ქვემოთ მოცემული წინადადებები შეაფასეთ დადებითად ან უარყოფითად 
ა) მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობაა; ბ) კლასელებს აქვთ ერთიანობის განცდა; გ) მასწავლებელი გულისხმიერი და სამართლიანია; დ) მასწავლებელი ადანაშაულებს მოსწავლეებს ისე, რომ არ არკვევს გარემოებას; ე) კონფლიქტებია კლასებს შორის; ვ) მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობაა, ისინი თანამშრომლობენ და პატივს სცემენ ერთმანეთს; ზ) მასწავლებელი ამცირებს მოსწავლეს; თ) მასწავლებელი მოსწავლეებს არ აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას; ი) მშობლები გულგრილები არიან სკოლის მიმართ; კ) მშობლები ეხმარებიან მასწავლებლებს;ინტერესდებიან თავიანთი შვილების სასკოლო 
46 

ცხოვრებით; მ) სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანია, ფუნქციონირებს წრეები, ტარდება კონფერენციები, სხვადასხვა ღონისძიება, ეწყობა ექსკურსიები ნ) სასკოლო ცხოვრება ერთფეროვანია. 

   დანართი 7.      მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობა: 
აღნიშნულ პუნტქში მასწავლებელმა შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოს:  ინტერესდება და ცდილობს თუ არა გავითვალისწინოს მოსწავლის სასწავლო, ემოციური და სოციალური პრობლემები?  ცდილობს შექმნას ისეთი საკლასო გარემო, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაეხმარონ და იზრუნონ ერთმანეთზე?  ყურადღებას ამახვილებს თუ არა მოსწავლის ძლიერ მხარეებზე, ამავდროულად, აძლევს თუ არა რჩევებს საჭირო უნარების გასავითარებლად  მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღებას აქცევს თუ არა საკუთარ  ლექსიკას და სხეულის ენას (ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, თვალის კონტაქტს, ჟესტიკულაციას, მიმიკას)  ყველა მოსწავლეს უდგება თუ არა ინდივიდუალურად, სტერეოტიპებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობის გარეშე? 

II მოსწავლეთა ტოლერანტობის გრძნობის წახალისება, მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა:  ეცნობა და პატივს სცემს თუ არა  მოსწავლის რელიგიურ რწმენას, ასევე მის კულტურულ თავისებურებებს, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა შორის ერთიანობისა და სოლიდარობის გრძნობის ჩამოყალიბებას, თანამშრომლობითი გარემოს შექმნას საკლასო ოთახში?  მოსწავლეთა პიროვნულ, კულტურულ, სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას იყენებს თუ არა როგორც სასწავლო რესურსს?  ცდილობს, მოსწავლეებმა აღიქვან პარტნიორად?  ახალისებს პროსოციალურ ქცევებს (სხვის დახმარებას, ზრუნვას)?   III  კითხვარში ადგილი ეთმობა ინკლუზიური განათლების საკითხებს:    სპეციალისტებთან ერთად ქმნის სპეციალურ  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესზე ორიენტირებულ გარემოს და უზრუნველყოფს  ინდივიდუალური მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით? IV კლასის მართვა (ქცევის წესების დაცვა):  კლასში ქცევის წესებს მოსწავლეებთან ერთად იმუშავებს?  მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ქცევის წესების დარღვევისათვის სანქციების შემუშავებაში?  მოსწავლეების რთულ აქტივობებში ჩართვის მიზნით იყენებს თუ არა კარგად გაწერილ და მკაფიოდ ფორმულირებულ ინსტრუქციებს? 
47 

 მოსწავლეებს აძლევს მკაფიო მითითებებს ამა თუ იმ დავალების შესრულების შესახებ (მაგ., ვერბალური, ვიზუალური, ფიზიკური დემონსტრირების გზით )? 

ყველა კითხვაზე პედაგოგმა ოთხი ტიპის პასუხიდან ერთ-ერთი უნდა გასცეს: 1. არ ვიყენებ ამ პრაქტიკას, ან მისი გამოყენება დადებით ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეების სწავლის პროცესზე 2. ვიყენებ ამ პრაქტიკას, მაგრამ მხოლოდ იშვიათად ვხედავ დადებით შედეგებს მოსწავლეების სწავლის პროცესზე 3. კარგად გამომდის ამ პრაქტიკის გამოყენება და ვამჩნევ მის მუდმივ დადებით ზეგავლენას მოსწავლეების სწავლის პროცესზე 4. ამ პრაქტიკის გამოყენება ჩემი ძლიერი მხარეა, მას ვარგებ მოსწავლეების საჭიროებებს, მოსწავლეთა მიღწევებში ვხედავ მუდმივ და პოზიტიურ შედეგს 5. არ შემესაბამება (პასუხი განმარტეთ) ამასთანავე, ყოველი თავის შემდეგ პედაგოგს მოუწევს შესაბამის კითხვებზე კონკრეტული მაგალითების მოყვანა პრაქტიკიდან  ასევე უნდა ჩამოაყალიბოს მოსაზრება, როგორ შეძლებს პრაქტიკის გაუმჯობესებას აღნიშნული მიმართულებით. 




ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ციცინო ლაფაურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარების მიზნით                                                                      პროექტის გეგმა 

                                                       

ეტაპი აქტივობა 
შესრულების ვადები თვე 1  2  3  4  5  
1  პროექტის სამიზნე ჯგუფის ჩამოყალიბება და ფუნქციების განაწილება; 

სასწ. წლის განმავლო ბაში 
პროექტი ს ხელმძღვ ანელი  და სამიზნე ჯგუფი 
   
2  გამჭოლ კომპენტენციებზე მორგებული ინოვაციური გაკვეთილის  ჩატარება ალ. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო სახლ-მუზეუმში თემაზე: „ევროპა ჩემს 
 26 იანვარი. სამიზნე ჯგუფიმე-11 
პროექტი ს ხელმძღვ ანელი და 
   
48 

გაკვეთილზე“; 

კლასის 16 მოსწავლე 
სამიზნე ჯგუფი, მე-11 კლასის მოსწავლ ეები 
3   ესეების კონკურსის ჩატარება თემაზე: „ჩემი ევროპა“; 

  5 მარტი. სამიზნე ჯგუფი მე-8 კლასის 17 მოსწავლ ე 
   
4  კონფერენცია თემაზე: ქართველი „ცისფერყანწელები“ და ევროპული სიმბოლიზმი; 


  5 აპრილი. სამიზნე ჯგუფი- მე-12 კლასის 19 მოსწავლე 
  
5     ინტერვიუების ჩაწერა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან - „ჩემი თვალით დანახული ევროპა“; 

  
    აპრილის მეორე ნახევარი. სამიზნე ჯგუფი- მე-9 კლასის 15 მოსწავლე 

6  დისკუსია თემაზე: „ევროპა, აზია თუ სინთეზი?!“ 

    26 აპრილი საშუალო საფეხური ს მოსწავლე ები 

7   პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია, პროექტის ვებგვერდის შექმნა ინტერნეტში. 

    მაისი პროექ ტის საინიც იატივო ჯგუფი 
    
49 







                                მეორე პროექტის გეგმა „ ჩემი მშობლიური გარემო“ 
50 

N        შესასრულებელი    აქტივობა 
                      შესრულების დრო, შემსრულებელი 

1  2  3  4  5 შემსრულ ებელი 
1  პროექტის სამიზნე ჯგუფის ჩამოყალიბება, ფუნქციების განაწილება და სამუშაო გეგმის შედგენა; 

მეორე სემესტრი ს დასაწყისი 
იანვარი   პროექტი ხელმძღ.  და სამიზნე ჯგუფი 
2  
სოფლის ისტორიული ძეგლების მონახულება და დასუფთავება 
ეტაპობრი ვად, მეორე სემესტრი 
იანვარი მაისი  პროექტი ხელმძღ.  და სამიზნე ჯგუფი 
3   
სოფლის ეკოსისტემის შესწავლა და ადგილმდებარეობის რუკის შედგენა; 
  მარტის   პროექტი ხელმძღ.  და სამიზნე ჯგუფი 
4  
სოფლის ისტორისა და ტრადიციების შესწავლა, ინტერვიუები უხუცესებთან; 

  აპრილის დასაწყისი 
 პროექტი ხელმძღ.  და სამიზნე ჯგუფი 
5  სოფლის ისტორიული ძეგლების კვლევა, ჩანაწერების გაკეთება; 

    აპრილის მეორე ნახევარი 

6 სოფლის კულტურა- ფოლკლორი, თქმულებების, დიალექტი, ანდაზების მოძიება და ჩაწერა; 

   აპრილის ბოლო 

7  ხალხური რეწვა სოფელში; 

მაისი     
8  სამამულო ომის გამოძახილი სოფელში; 

 მაისი    
51 

                                                        
                                               
                                    მესამე  პროექტის  გეგმა 
         პროექტის  გეგმა აქტივობები, მსვლელობა და ვადები 

ეტაპებ ი 
აქტივობა აქტივობის ფორმა 
აქტივობის წარდგენის ფორმა ვადა შენიშვნა 
1-ლი ეტაპი 
პროექტში ჩართული სკოლების თვითწარდგენა 

მოსწავლეებმა სასურველი ფორმით უნდა გააცნონ ერთმანეთს თავიანთი სკოლა, თემი, ქალაქი.  
წარდგენები იტვირთება/იწერება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის   სკოლის საკუთარ გვერდზე. 
 1-9 თებერვა ლი 


მე-2 ეტაპი 

აფხაზი გოგოს დღიურისა და ანა ფრანკის დღიურის შედარებითი ანალიზი 
ანალიზის საფუძველზე ესეს დაწერა: „ომის შუქჩრდილები“. 
კლასში/ჯგუფში კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ესე იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე. 
10-24 თებერვა ლი 
„ანა ფრანკის დღიური“ 

"აფხაზი გოგოს დღიური" 
მე-3 ეტაპი 

„აფხაზური კანტატას“   იდეური ანალიზი და   ამის  საფუძველზე 
მოსწავლეებმა ფერების საშუალებით უნდა გამოხატონ ის ემოცია, 
კლასში/ჯგუფში შექმნილი ყველა ნახატი  იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე. ნახატებს თან უნდა 
25თებერ ვალი 
-4 მარტი 
„ აფხაზური კანტატა“ 

9  სოფლის დემოგრაფიული მონაცემების შეგროვება და ანალიზი 

  ივნისი   
1 0 
ბუკლეტების დამზადება- „სოფლის ტურისტული გზამკვლევი“, პროექტის პრეზენტაცია- შეჯამება 

   ივნისი  
52 

ნახატის შექმნა “ფერებში დანახული იდეა“. 
შთაბეჭდილება, რომელიც ამ ნაწარმოების წაკითხვით მიიღეს. 
ერთვოდეს ანოტაცია , სადაც განმარტებული იქნება ავტორის  ხედვა.  
შუალედური შეფასება - ონლაინ ჩართვა. ონლაინ ჩართვაზე ხდება შესრულებული დავალებების მონიტორინგი და შეფასება. 

მე-4 ეტაპი 

ფილმის - „სიმინდის კუნძული“ -  ნახვა და მისი განხილვა.  
დისკუსია ეწყობა თვითონ  სკოლებში , რომლის შემდეგაც მოსწავლეები ქმნიან  ჩანახატებს თემაზე: „ რაც მე მინდოდა მეთქვა“. ბავშვს შეუძლია ჩანახატში გადმოსცეს ან საკუთარი სათქმელი , ან ავტორის. 
ყველა ჩანახატი  იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე. 
5 მარტი-11 მარტი) ფილმის ბმული 
„სიმინდის კუნძული“ 
მე-5 ეტაპი 

ნიკა ბაძაღუას კონკრეტული ლექსის მიხედვით, რომლის ბმულიც აქვეა მოცემული, ვიდეოს შექმნა. 
ვიდეოს შექმნისას აუცილებელი პირობაა: ლექსი ქართულად უნდა წაიკითხონ და ტიტრები დაადონ აფხაზურად. 
კლასში/ჯგუფში კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ვიდეო  იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე  
12 მარტი-31  
ლექსის ბმული 


53 





No comments:

Post a Comment